იცით ელიგარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელიგარდის გვერდითი მოვლენებია: ელიგარდის გამოყენებისას აღნიშნული გვერდითი ეფექტები, ძირითადად განპირობებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ალები, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, შოკი. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა პერიფერიული შეშუპება, ფილტვის არტერიის ტოტების ემბოლია, გულისცემის შეგრძნება, ქოშინი.  ნერვული სისტემის მხრივ: ჰიპერესთეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივლი, უძილობა, გემოვნების დარღვევები, ყნოსვის დარღვეევბი, უნებლიე მოძრაობები. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ძილის დარღვევები, დეპრესია, პერიფერიული თავბრუსხვევა, ამნეზია, მხედველობის დარღვევა და კანის მომატებული მგრძნობელობა.   საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა/ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, მეტეორიზმი.   სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, სუნთქვის გაძნელება.   შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, ნიქტურია, ოლიგურია, საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის გაძნელება, შარდის ბუშტის სპაზმი, ჰემატურია, შარდის მწვავე შეკავება, სათესლე ჯირკვლების ატროფია, სათესლე ჯირკვლების ტკივილი, უნაყოფობა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება.   ენდოკრინული სისტემის მხრივ: ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, გინეკომასტია.  ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, მიალგია, კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე.  ქირურგიული ან მედიკამენტოზური კასტრაციის პაციენტებში აღინიშნება ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება. მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ელიგარდის ხანგრძლივმა მიღებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება და ოსტეოპოროზის პროგრესირება.  დარღვევები ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: აქვეითებს ერითროციტების რაოდენობას, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონეს, კრეატინფოსფოკინაზას ზრდა სისხლში, სისხლის შედედების დროის გაზრდა, ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება, სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატება, პროთრომბინის დროის მომატება, აგრეთვე აღინიშნა თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის იშვიათი შემთხვევები.  ადგილობრივი რეაქციები: წვა/ჩხვლეტა, ტკივილი, სიწითლე, სისხლჩაქცევები და ქავილი ინექციის ადგილზე; იშვიათად – პრეპარატის შეყვანის ადგილზე გამკვრივება და დაწყლულება.  სხვა: შეუძლოდ ყოფნა, სწრაფი დაღლა, სისუსტე, კანის გამონაყარი, ალოპეცია, მომატებული ოფლიანობა, შემცივნება, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ცვლილება, სხეულის მასის მომატება. ელიგარდით თერაპიის დაწყების პირველ კვირებში შეიძლება აღინიშნოს დაავადების სიმპტომების გაუარესება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები