იცით ენაპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენაპის გვერდითი მოვლენებია:  ენაპით მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ სუსტია, გავლითი ხასიათი აქვთ და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას არ საჭიროებენ: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: აწ-ს ძლიერი დაწევა, ორთოსტატული კოლაფსი, იშვიათად – სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი (ჩვეულებრივ დაკავშირებული აწ-ს ძლიერ დაწევასთან), არითმიები (წინაგულის ბრადი – და ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი), გულისცემა, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია, ტკივილები გულის არეში, გულყრა. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა (2-3%), ძალიან იშვიათად გონების დაბინდვა, მომატებული დაღლილობა, ძალიან იშვიათად მაღალი დოზების გამოყენებისას – ნევროზულობა, დეპრესია, პარესთეზიები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულარული აპარატის დარღვევები, სმენისა და მხედველობის დარღვევები, შუილი  ყურებში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირში სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსიური მოშლილობები (ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, გულისრევა, ტკივილები მუცლის არეში), ნაწლავის გაუვალობა, პანკრეატიტი, ღვიძლისა და ნაღვლის გამოყოფის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, სიყვითლე. სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქციული მშრალი ხველა, ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რინორეა, ფარინგიტი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, სახის, ენის, ტუჩების, ხმის ხვრელის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, დისფონია, პოლიმორფული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზირება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიოზიტი, ართრალგია, ართრიტი, სტომატიტი, გლოსიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკრეატინემია შარდოვანას შემცველობის მომატება, "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცველობის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (ავადმყოფებში აუტოიმუნური დაავადებებით), ეოზინოფილია. შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევები, პროტეინურია. სხვა: ალოპეცია, ლიბიდოს შემცირება. თუ პაციენტი ამჩნევს ან ეჭვი აქვს პრეპარატის გამოყენებით განვითარებული გვერდითი ეფექტების არსებობაზე, უნდა მიმართოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები