იცით ენა-დენკი 10-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ენა-დენკი 10-ის უკუჩვენებებია: ენა-დენკი 10 არ გამოიყენება:  – თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) აქტიური ნივთიერების – ენალაპრილის მალეატის ან ნებისმიერი სხვა აგფ-ინფიბიტორის ან ენა-დენკი 10-ში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, – თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორით გამოწვეული ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), – თუ პაციენტს დაუსვეს თანდაყოლილი ქსოვილოვანი შეშუპების დიაგნოზი ან თუ მას აღენიშნება უცნობი ეტიოლოგიის ქსოვილების შეშუპება (მემკვიდრული ან იდიოპათური შეშუპება), – ორსულობის ბოლო 6 თვე ენა-დენკ 10 განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ მოყვანილი მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. იგი განსაზღვრავს აუცილებელ სიფრთხილის ზომებს. – თუ პაციენტს აქვს არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითების რისკი, რაც უკავშირდება მარილის და სითხის დისბალანსს., რომელიც გამოწვეულია დიურეტიკების მიღებით, საჭმელი მარილის შეზღუდვით ან ღებინებით ან ფაღარათით. – თუ პაციენტს აქვს მარცხენა პარკუჭის სარქვლის სტენოზი ან თუ მარცხენა პარკუჭიდან შეფერხებულია სისხლის ნაკადის გადასვლა. – თუ პაციენტს აქვს გულის დაავადება, რაც ხელს უშლის სისხლის მოძრაობას (იშემია). – თუ პაციენტს აქვს ტვინის ცირკულატორული დარღვევები (ცერებროვასკულარული დაავადება) – თუ პაციენტს აქვს თირკმლის დარღვეული ფუნქცია (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 80 მლ/წთ-ზე). – თუ პაციენტს აქვს თირკმლის არტერიის სტენოზი (ორმხრივი ან ცალმხრივი). – თუ პაციენტს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფერმენტების მომატება ან სიყვითლის განვითარება – სისლხის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების (ლეიკოპენია) ან გარკვეული სისლხის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რის დროსაც იზრდება ინფექციის და მძიმე ზოგადი სიმპტომების (აგრანულოციტოზი) განვითარების რისკი. – თუ პაციენტს აქვს ვასკულარული დაზიანებით მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (კოლაგენის დაავადებები) – თუ პაციენტი მკურნალობს იმუნოსუპრესიული პრეპარატებით – თუ პაციენტი აგრეთვე მკურნალობს ალოპურინოლით (პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი), პროკაინამიდით (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი) ან ლითიუმით (დეპრესიის გარკვეული ტიპების სამკურნალო პრეპარატი). – თუ ენა-დენკი 10-ის მკურნალობის დროს განვითარდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ან ქსოვილის შეშუპება (ანგიოედემა) – თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი – თუ პაციენტს განუვითარდა მუდმივი მშრალი ხველა  – თუ პაციენტს აქვს შრატის კალიუმის მომატების რისკი. – თუ ჰიპოტენზიური ეფექტი არ არის საკმარისად გამოხატული პაციენტის ეთნიკური ჯგუფის გამო (განსაკუთრებით შავკანიან პაციენტებში). თუ პაციენტს ესაჭიროება ჰიმენაპტეროდესენსიტიზაცია (მაგ. ფუტკარზე ან ბზიკზე), ასეთ შემთხვევაში ენა-დენკი 10 დროებით უნდა ჩანაცვლდეს აღნიშნული მედიკამენტების კლასის წარმომადგენელი სხვა პრეპარატით. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები (მაგ. არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგული რეაქციები). აღნიშნული რეაქციები აგრეთვე შესაძლებელია განვითარდეს მწერის კბენის შემდეგაც (მაგალითად ფუტკრის ან ბზიკი კბენის შემდეგ). ენა-დენკი 10-ის გამოყენებამ დიალიზიან პაციენტში, ვისაც დიალიზი უტარდება დიალიზის გარკვეული მემბრანების საშუალებით (მაღალ-გამტარი მემბრანები) ან მათში, ვისაც მკურნალობა უტარდება სისხლში მაღალი ლიპიდების შემცველობის გამო (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი დექსტრანის სულფატის აბსორბციის საშუალებით) შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ან თვით სიცოცხლისთვის საშიში შოკი. თუ აუცილებელია სასწრაფო დიალიზის, ჰემოფილტრაციის ან IDI აფერეზის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობამდე უნდა მოხდეს მედიკამენტის შეცვლა (აღარ ინიშენაბა აგფ ინჰიბიტორები) ან დიალიზის სხვა მემბრანის გამოყენება. მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ენა-დენკი 10-ს ან საჭიროებს დიალიზის ჩატარებას, რათა აღნიშნული მოვლენა გაითვალისწინოს მკურნალობის კურსის დროს.  ოპერაციამდე ან ანესთეზიის გაკეთებამდე მკურნალმა ექიმმა (კბილის ექიმმა) უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ენა-დენკი 10-ს, რადგან ანესთეზიის დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი შენიშნავს შემდეგ სიმპტომებს: – სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი მემბრანის, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, სუნთვის გაძნელებას, – კანის და ლორწოვანი მემბრანის სიყვითლეს – ტემპერატურას, ლიმფური კვანძების შეშუპებას და/ან ყელის ტკივილს. ასეთ შემთხვევაში ენა-დენკი 10-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს და მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. აღნიშნული პრეპარატის მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ პაციენტმა უნდა გააკეთოს სისხლის ანალიზი და სხვა გამოკვლევები ექიმის მითითებების შესაბამისად. ბავშვები: მცირე ინფორმაცია მოიპოვება ჰიპერტენზიულ ბავშვებში ენალაპრილის მოლეკულის გამოყენების შესახებ. არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის სხვა თერაპიული მიზნებით გამოყენების შესახებ. მისი უსაფრთხოება და ეფექტურიბა გამოკვლეულია მხოლოდ 6 წელზე უფროს ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში. შესაბამისად ჰიპერტენზიის გარდა არ არის რეკომენდირებული ენა-დენკი 10-ის გამოყენება ბავშვებში სხვა ჩვენების გამო. ენა-დენკი 10-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებში და თირკმლის დაავადების მქონე ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები