იცით ენა-დენკი 10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენა-დენკი 10-ის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ენა-დენკი 10 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: . ქვემოთ მოყვანილია ენა-დენკი 10-ის ან აგფ-ინჰიბიტორების გვერდითი მოვლენები: . გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი  სისხლი და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი: ერითროციტების დაშლით გამოწვეული ანემია (ჰემოლიზური ანემია), ძვლის ტვინში ჰემოპოეზის დარღვევით გამოწვეული ანემია (აპლასტიური ანემია). იშვიათად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია) და ლეიკოციტების მკვეთრი დაქვეითება, რაც ზრდის ინფექციის და ზოგადი სიმპტომების (აგრანულოციტოზი) განვითარების რისკს, ლაბორატორიული მაჩვენებლების დაქვეითება (ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტი), ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება (ძვლის ტვინის დეპრესია), ლიმფური კვანძების შეშუპება, აუტოიმუნური დაავადებები. მეტაბოლიზმის მხრივ: არახშირი: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). თვალის მხრივ: ძალიან ხშირად: მხედველობის დაბინდვა. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, დეპრესია არახშირად: გონების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა, ნევროზი, პარესთეზია (მაგ: ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დაბუჟება), თავბრუსხვევა. იშვიათად: ძილის დარღვევა, კოშმარები. კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა ხშირად: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, მათ შორის ადგომისას გამოხატული ჰიპოტენზია (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე), გულის შეტევა და ინსულტი, რაც შეიძლება განვითარდეს ძლიერი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკის მქონე (პაციენტები, რომელთაც აქვთ ტვინის და/ან გულის დარღვეული სისხლის ცირკულაცია) პაციენტებში, ტკივილი ნეკნების არეში, არითმია, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერის არეში (სტენოკარდია), გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია). არახშირად: ადგომისას გამოხატული ძლიერი ჰიპოტენზია (ორთოსტატული ჰიპოტენზია), გულის ფრიალი. იშვიათად: ხელებში და ფეხებში ცირკულაციის დარღვევა ანგიოსპაზმის გამო (რეინოს ფენომენი). სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად: ხველა. ხშირად: სუნთქვის გაძნელება (დისპნოე). არახშირად: გამონადენი ცხვირიდან (რინორეა), ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ბრონქების შევიწროვება (ბრონქოსპაზმი) და ასთმა. იშვიათად: ფილტვის ქსოვილის ცვლილება (ფილტვის ინფილტრაცია), გაციება, ფილტვის ალერგიული ანთება (ალერგიული ალვეოლიტი / ეოზინოფილური პნევმონია). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად: გულისრევა. ხშირად: დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეცვლა. არახშირად: ნაწლავის ობსტრუქცია (გაუვალობა), პანკრეასის ანთება, ღებინება, დისპეპსია, ყაბზობა, მადის დაქვეითება, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული (პეპტიური წყლული). იშვიათად: პირის ლორწოვანი გარსის ინფექცია და წყლული (სტომატიტი/ აფთოზური წყლულები), ენის ლორწოვანი გარსის ანთება (გლოსიტი). ძალიან იშვიათად: ნაწლავის ქსოვილის შეშუპება (ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება) ღვიძლი და ნაღვლის ბუშტის მხრივ: იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი – ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური, მათ შორის ღვიძლის ნეკროზი), სიყვითლე. კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად: გამონაყარი, ალერგია/ქსოვილის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება); აგრეთვე გამოვლინდა სახის, კიდურების ტუჩების, ენის, ხოხრ-სარქველის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. არახშირად: გაძლიერებული ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია. იშვიათად: კანის ძლიერი რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმა). აგრეთვე გამოვლინდა სიმპტომოკომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ მოყვანილ რეაქციას: ტემპერატურის მომატება, სეროზული ქსოვილის ანთება (სეროზიტი), სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების და სახსრების ტკივილი და/ან ანთება (მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი), ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის ცვლილება (დადებითი ANA, ედს-ის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი). აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ფოტოსენსიტიურობა ან კანის სხვა რეაქციები. თირკმელის და ქვედა საშარდე სისტემის მხრივ: არახშირად: თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის მომატება (პროტეინურია). იშვიათად: შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია). რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ არახშირად: იმპოტენცია იშვიათად: მამაკაცებში მოსალოდნელია მკერდის გადიდება (გინეკომასტია). ზოგადად: ძალიან ხშირად: დაღლილობა ხშირად: სიწითლე. არახშირად: კუნთების სპაზმი, წამოწითლება, ყურებში შუილი, სისუსტე, ტემპერატურის მომატება. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხშირად: შრატში კალიუმის და კრეატინინის მომატება. არახშირად: შრატში შარდოვანას მომატება, შრატში ნატრიუმის დონის შემცირება. იშვიათად: ღვიძლის მაჩვენებლების (ღვიძლის ფერმენტები, შრატის ბილირუბინი) მომატება.  პროფილაქტიკური ზომები: კანის მძიმე რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ენა-დენკ 10-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს. ხორხის, ხორხ-სარქველის და/ან ენის შეშუპების (ანგიონევროზული შეშუპება) შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. სიყვითლის გამოვლენის ან ღვიძლის მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა იყოს ექიმის მეთვლაყურეობის ქვეშ. ტემპერატურის მომატების, ლიმფური კვანძების შეშუპების და/ან ყელის ტკივილის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს და გადამოწმდეს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა. თუ პაციენტი შენიშნავს ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: დან ერთ-ერთ მათგანს, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ის შეაფასებს მდგომარეობის სიმძიმეს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები