იცით ენტობარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენტობარის გვერდითი მოვლენებია: წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), ეკქიმოზები, იშვიათად – ჰემორაგიული სინდრომი, მუცლისშიდა და ქალასშიდა სისხლჩაქცევების ჩათვლით (ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით), შეყვანის ადგილას ჰიპერემია და მტკივნეულობა, იშვიათად – ჰემატომა, მკვრივი ანთებითი კვანძები, რომლებიც რამდენიმე დღეში გაიწოვება მკურნალობის შეწყვეტის გარეშე; იშვიათად – კანის ნეკროზი, რასაც წინ უსწრებს პურპურა ან ერითემატოზული კვანძები (ინფილტრირებული და მტკივნეული); ასიმპტომური თრომბოციტოპენია (მკურნალობის პირველ დღეებში), იშვიათად – იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია (მკურნალობის 5-21 დღე) რიკოშეტული თრომბოზების განვითარებით (ჰეპარინული თრომბოზული თრომბოციტოპენია), რაც შესაძლოა გართულდეს ორგანოს ინფარქტით ან კიდურის იშემიით; ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. იშვიათად – სისტემური და კანის ალერგიული რეაქციები. ტრავმატულად ჩატარებული სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის შემდგომ (ალბათობა იზრდება მუდმივი პოსტოპერაციული ეპიდურული კათეტერის გამოყენების შემთხვევაში) შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზურგის ტვინის ჰემატომა (იშვიათად), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი ან დროებითი დამბლა. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები