იცით ესონექსთი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესონექსთი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით (ხშირი>1/100, <1/10; არახშირი > 1/1000, <1/100; იშვიათი >1/10000, <1/1000; ძალიან იშვიათი <1/10000). ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება. არახშირი: პერიფერული შეშუპება; თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა; ვერტიგო; პირის სიმშრალე, უძილობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, დერმატიტი, პრურიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; ალერგიული რეაქციები: მაგ ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია (შოკის ჩათვლით); ჰიპონატრიემია; აჟიტაცია, დაბნეულობა, დეპრესია; გემოვნების დარღვევა; მხედველობის დარღვევა ყურის და ლაბირინთის დარღვევები; ბრონქოსპაზმი; კუჭ-ნაწლავის დარღვევები; სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი; ჰეპატობილიარული დარღვევები; ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე; ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა; ართრალგია, მიალგია; სისუსტე, ოფლიანობა. ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია; აგრესია, ჰალუცინაციები; ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია  ადრე არსებული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში; ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN); კუნთების სისუსტე; ინტერსტიციული ნეფრიტი; გინეკომასტია. უკუჩვენებები ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებითი ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ლაქტაცია. არ გამოიყენება ატანაზავირთან და ნელფინავირთან ერთად.  ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ეზომეპრაზოლის ზემოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატები pH-ზე დამოკიდებული აბსორბციით.   ესომეპრაზოლით მკურნალობის დროს შემცირებულმა კუჭის მჟავიანობამ, შესაძლებელია შეცვალოს სხვა პრეპარატების აბსორბცია, თუ ის დამოკიდებულია pH-ზე. სხვა ანტაციდების მსგავსად, ესომეპრაზოლმა შესაძლებელია შეამციროს კეტოკონაზოლის და იტრაკონაზოლის აბსორბცია. ომეპრაზოლი ურთიერთქმედებს ზოგიერთ პროტეაზას ინჰიბიტორთან, მაგრამ ამ ურთიერთობის კლინიკური მნიშვნელობა და მექანიზმი უცნობია. ომეპრაზოლით მკურნალობის დროს კუჭის მომატებულმა pH – მა შესაძლებელია შეცვალოს პროტეაზას ინჰიბიტორების აბსორბცია. სხვა შესაძლო ურთიერთქმედების მექანიზმები დამოკიდებულია  CYP2C19-ს დათრგუნვასთან. ომეპრაზოლის (40მგ დღეში ერთხელ) მიღება ატაზანავირთან 300მგ/რიტონავირთან 100მგ ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში, იწვევდა ატაზანავირის ექსპოზიციის მნიშვნელოვან შემცირებას (AUC, Cmax და Cmin დაახლოებით 75%-ით შემცირდა). ომეპრაზოლის (20მგ დღეში) ატაზანავირთან 400მგ/რიტონავირთან 100მგ მიღებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, იწვევდა ატაზანავირის ექსპოზიციის შემცირებას 30%-ით მხოლოდ ატაზანავირთან/რიტონავირთან მიღებასთან შედარებით. ომეპრაზოლთან (40მგ დღეში) ერთდროული მიღებისას მცირდებოდა ნელფინავირის AUC, Cmax, Cmin 36-39%, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის M8-ს AUC, Cmax, Cmin  მცირდებოდა 75-92%-ით. საქუინავირის (რიტონავირთან ერთად) მომატებული შრატისმიერი კონცენტრაცია (80-100%) შეინიშნებოდა ომეპრაზოლთან ერთად მიღებისას (40მგ დღეში). ომეპრაზოლის 20მგ დღეში მიღებას არ ჰქონია ზემოქმედება დარუნავირის (რიტონავირთან ერთად) და ამპრენავირის (რიტონავირთან ერთად) ექსპოზიციაზე. ომეპრაზოლი 40მგ დღეში მკურნალობისას არ ჰქონია ეფექტი ლოპინავირის ექსპოზიციაზე (რიტონავირთან ერთად). ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის ერთმანეთის მსგავსი ფარმაკოდინამიკური ეფექტების და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო, არ არის რეკომენდებული ეზომეპრაზოლის ატაზანავირთან ერთად გამოყენება, ხოლო ნელფინავირთან  კომბინაცია უკუნაჩვენებია. პრეპარატები CYP2C19 – ზე დამოკიდებული მეტაბოლიზმით ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითად ფერმენტს. ეზომეპრაზოლთან ერთდროული გამოყენებისას, CYP2C19 – ზე დამოკიდებული მეტაბოლიზმის მქონე პრეპარატების (დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, ქლომიპრამინი, ფენიტოინი და ა.შ) პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს და საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება.  40მგ დოზით ეზომეპრაზოლის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვარფარინით, კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ კოაგულაციის დრო მერყეობს დასაშვებ დიაპაზონში. თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეინიშნებოდა  INR-ის  მომატება  კომბინირებული თერაპიისას. ვარფარინთან ან სხვა კუმარინწარმოებულებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა პაციენტის მონიტორინგი. ეზომეპრაზოლს არ გამოუვლენია ამოქსიცილინის ან ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. ასევე არ ახასიათებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაპროქსენთან ან როფეკოქსიბთან. სხვა პრეპარატების ზემოქმედება ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4  ფერმენტებით. ეზომეპრაზოლის და CYP3A4 ინჰიბიტორებთან, კლარითრომიცინთან (დღიური დოზით 1000 მგ) ერთდროული  გამოყენება იწვევს ეზომეპრაზოლის ექსპოზიციის გაორმაგებას (AUC). CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი ვორიკონაზოლი ზრდის ომეპრაზოლის AUC-ს 280%-ით. ორსულობა და ლაქტაცია  ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. უცნობია ეზომეპრაზოლი გადადის თუ არა დედის რძეში. ეზომეპრაზოლის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია. განსაკუთრებული მითითებები საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (მაგ. წონის მნიშვნელოვანი კლება, ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზისი ან მელენა) და კუჭის წყლულის არსებობის დროს  უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა, რადგან ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოსტირება. ხანგრლივი მკურნალობის დროს (განსაკუთრებით 1 წელზე მეტ ხანს) პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტები, რომელების იღებენ პრეპარატს სიმპტომურად, უნდა დაუკავშირდნენ ექიმს სიმპტომების ხასიათის ცვლილების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გავლენის გათვალისწინება ეზომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაციების ცვალებადობის გამო. ეზომეპრაზოლის დანიშვნისას Helicobacter pylori-სთან დაკავშირებული წყლულოვანი დაავადების კომბინირებული  მკურნალობისას უნდა მოხდეს სამივე კომპონენტის ურთიერთქემდების გათვალისწინება. კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4-ის პოტენციურ ინჰიბიტორს და ამიტომ, უნდა მოხდეს კლარითრომიცინის უკუჩვენებების და ურთიერთქმედებების გათვალისწინება სამმაგი თერაპიის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 – ით მეტაბოლიზირებად სხვა პრეპარატებს (მაგ, ცისაპრიდი). პრეპარტი შეიცავს საქაროზას და არ გამოიყენება  იშვიათი მემკვიდრეობითი  ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებში. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს Salmonella და  Campylobacter – ით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები