იცით ესრამი 20 მგ-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესრამი 20 მგ გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირია მკურნალობის პირველი ან ორი კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდებიან მკურნალობის გაგრძელებისას. სუმსი-ს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) მოხსნა (განსაკუთრებით უეცარი) ხშირად იწვევს მოხსნის სიმპტომებს. მოხსნის სიმპტომები არ უჩვენებს იმას, რომ ანტიდეპრესანტები იწვევენ დამოკიდებულებას. ორმაგი, ბრმა პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში ესციტალოპრამის გამოყენებისასაღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:  მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) დაქვეითებული მადა ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) ქალები: დაქვეითებული ლიბიდო, ანორგაზმია. ნერვული სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი (>%10) თავის ტკივილი, ხშირი ( > %1, < %10) უძილობა, ძილიანობა, თავბრუ არახშირი ( > %0.1, < %1) გემოს შეცვლა, ძილის დარღვევები. სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) სინუსიტი, მთქნარება. კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ძალიან ხშირი (>%10) გულისრევა, ხშირი ( > %1, < %10) ფაღარათი, შეკრულობა, ქსეროსტომია, მომატებული ან დაქვეითებული მადა. კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) მომატებული ოფლიანობა. რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) ეაკულაციის დარღვევები, იმპოტენცია. ზოგადი დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) სისუსტე, პირექსია, ართრალგია, ტრემორი, დაბინდული მხედველობა. ორთოსტატული ჰიპოტენზია აღინიშნება, როგორც სუმსის გვერდითი მოვლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ნებისმიერი არასასურველი მოვლენის შემჩნევისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები