იცით ეტაციზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეტაციზინის გვერდითი მოვლენებია:   გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება, არითმია, ცვლილებები ეკგ-ზე: PQ ინტერვალის გახანგრძლივება, P კბილისა და Qღშ კომპლექსის გაფართოება; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, წონასწორობის დარღვევა; მხედველობის ორგანოს მხრივ: აკომოდაციის დარღვევა (მკურნალობის დასაწყისში); საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; გვერდითი მოვლენების გამოვლინება დამოკიდებულია დოზაზე, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება მაქსიმალური დოზის დანიშვნისაგან.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები