იცით ექსისტენი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსისტენი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს აღენიშნება: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; პაციენტების 0,1-1%-ს – ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება), ბოყინი, ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ხილული სისხლდენები; პაციენტების 1%-ზე ნაკლებს კოლიტი; სისხლის სურათის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს _ ანემია, პაციენტების 0,1-1%-ს _ პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები, მათ შორის ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. მიელოტოქსიკური პრეპარატების, კერძოდ მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნა იწვევს ციტოპენიას. კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს აღენიშნება ქავილი, კანზე გამონაყარი;  პაციენტების 0,1-1%-ს _ სტომატიტი, ჭინჭრის ციება, პაციენტების 1%-ზე ნაკლებს – ფოტოსენსიბილიზაცია. სასუნთქი სისტემის მხრივ: პაციენტების 1%-ზე ნაკლებს აღენიშნებათ ბრონქული ასთმის მწვავე შეტევები. ცნს-ის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს თავის ტკივილი, პაციენტების 0,1-1%-ს თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს შეშუპება, პაციენტების 0,1-1%-ს არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ჰიპერემია. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: პაციენტების 0,1-1%-ს თირკმელების ფუნქციის ცვლილებები (კრეატინინის და/ან სისხლის შარდოვანას მაჩვენებლების).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები