იცით ექსჯადს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსჯადის გვერდითი მოვლენებია:  მოზრდილებსა და ბავშვებში ექსჯადით ხანგრძლივი მკურნალობის დროს განსაკუთრებით ხშირია გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა ან აბდომინური ტკივილი); აღნიშნული გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 26%-ში; მეორე ადგილზეა კანზე გამონაყარი, რომელიც გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 7%-ში. ეს რეაქციები იყო დოზაზე დამოკიდებული, სუსტიდან საშუალო  ხარისხამდე, ტრანზიტორული და გაივლიდა მკურნალობის გარეშე. პაციენტთა დაახლოებით 34%-ში დაფიქსირდა შრატში კრეატინინის უმნიშვნელო, არაპროგრესირებადი მომატება, რომელიც იყო დოზაზე დამოკიდებული, გაივლიდა დამოუკიდებლად და ზოგჯერ ნორმალიზდებოდა დოზის შემცირებასთან ერთად. პაციენტთა დაახლოებით 2%-ში გამოვლინდა ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება. იგი დამოკიდებული არ ყოფილა დოზაზე, და პაციენტთა უმრავლესობას ეს დონე მომატებული ჰქონდათ ჯერ კიდევ ექსჯადის მიღებამდე. ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება 10-ჯერ ბადებდა ეჭვს ჰეპატიტის არსებობაზე და გვხვდებოდა საკმაოდ იშვიათად (0.3%). ისევე როგორც რკინის სხვა ხელატებით მკურნალობისას. პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ექსჯადს, იშვიათად გამოუვლინდათ მაღალი სიხშირის სმენის აღქმის დაკარგვა და ბროლის შემღვრევა (ადრეული კატარაქტა). ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები პირობითად დაყოფილია შემთხვევათა სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); იშვიათად (≥1/1,000, <1/100). თითოეული ჯგუფის შიგნით გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის შემცირების მიხედვით. ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად – მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; დარღვევები ცნს-ის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, იშვიათად: თავბრუსხვევა. მხედველობის დარღვევა: იშვიათად – ადრეული კატარაქტა, მაკულოპაცია; სმენის დარღვევა: იშვიათად – სმენის დაკარგვა; დარღვევები სასუნთქი, თორაკული სისტემისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად – ტკივილი ხახაში და ხორხში; დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, აბდომინური ტკივილი, მუცლის შებერვა, დისპეფსია. იშვიათად – გასტრიტი; ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად – ტრანსამინაზების მომატება. იშვიათად – ჰეპატიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება; კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად – გამონაყარი, ქავილი. იშვიათად – პიგმენტაციის დარღვევა; დარღვევები თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან ხშირად – სისხლში კრეატინინის მომატება, ხშირად – პროტეინურია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები