იცით ვენოფერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენოფერის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ვენოფერის გამოყენებისას კლინიკური ცდებისას აღნიშნული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: ა გემოს დარღვევა, ჰიპოტონია, ცხელება და კანკალი, რეაქციები ინექციის ადგილას და ღებინება პაციენტების 0.5-1.5%. საშუალოდ გამოვლინდა მსუბუქი ანაფილაქტოიდური რეაქციები. ზოგადად ანაფილაქტოიდური რეაქციები ძალიან მნიშვნელოვანია (იხ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები”). შემდეგი გვრედითი მოქმედებები გამოვლინდა კლინიკური ცდებისას ვენოფერის გამოყენების დროს, რომლის დროსაც დადგინდა მიზეზობრივი კავშირი: ნერვული სისტემა ხშირი: (>1% და <10%): გემოს გარდამავალი დარღვევა (განსაკუთრებით მეტალის გემო). საშუალოდ (> 0.1% და <1%): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათად (>.001% და <0.1%): პარესთეზია, სინკოპა, შეუძლოდ ყოფნა, გონების დაკარგვა, წვა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა საშუალოდ: ჰიპოტონია და კოლაფსი, ტაჰიკარდია და პალპიტაცია. იშვიათი: ჰიპერტონია. სასუნთქი ორგანოები: საშუალოდ: ბრონქული სპაზმი, დისპნოა. კუჭ-ნაწლავის დარღვევები საშუალოდ: ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა კანისა და კანქვეშა ქსოვილი საშუალოდ: პრურიტუსი, ჭინჭრის ცხელება, უეცარი გამონაყარი, ეგზანთემა, ერითემა. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი საშუალოდ: კუნთების სპაზმი, მიალგია. სხვა გვერდითი მოვლენები და ადგილობრივი გართულებები საშუალოდ: ცხელება, კანკალი, ხურვება, მკერდის ტკივილი და სივიწროვის შეგრძნება მკერდის არეში. გართულებები ინექციის ადგილას, როგორიცაა ზედაპირული ფლებრიტი, წვა, შეშუპება. იმუნური სისტემა იშვიათი: ანაფილაქტოიდური რეაქციები ვლინდება შემდეგი გვერდითი ეფექტები:ცალკეულ შემთხვევებში: გონების დაკარგვა, დაღლილობა, დაბნეულობა, ანგიოშეშუპება, სახსრების შეშუპება, ჰიპერჰიდროზი, ზურგის ტკივილი, ბრადიკარდია, შარდის შეფერილობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები