იცით ვიზანას რა უკუჩვენებები აქვს?

ვიზანას უკუჩვენებებია: არცერთი ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობის დროს არ შეიძლება ვიზანის მიღება. ეს მდგომარეობები ნაწილობრივ აღებულია იმ პრეპარატებზე არსებული ინფორმაციებიდან, რომლებიც მხოლოდ გესტაგენური კომპონენტს შეიცავენ. თუ აღნიშნულ მდგომარეობათაგან რომელიმე ვითარდება ვიზანის მიღების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. – აქტიური ვენური თრომბოემბოლური მდგომარეობა; – გულისა და სისხლძარღვების დაავადებები (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, გულის იშემიური დაავადება) ამჟამად ან წარსულში; შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით; – ღვიძლის მძიმე დაავადებები ამჟამად ან წარსულში, მანამ, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ მოვა ნორმაში; – ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან წარსულში; – გამოვლენილი ან საეჭვო სქესობრივ სტეროიდებზე დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები; – უცნობი გენეზისის ვაგინალური სისხლდენები; – ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებისადმი ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები