იცით ვიტრუმი პრენატალ ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

ვიტრუმი პრენატალ ფორტეს უკუჩვენებებია: 3 ინდივიდუალური ჰიპერმგძნიბელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პრეპარატი არ არის რეკომენდირებული A და D ჰიპერვიტამინოზის არსებობის შემთხვევაში, რკინის ჭარბი დაგროვებისას ორგანიზმში, სისხლში ჭარბი კალციუმის შემთხვევაში, შარდთან ერთად ჭარბი ოდენობის კალციუმის გამოყოფისას, აგრეთვე, უროლითიაზით დაავადებული პაციენტებისათვის. პრეპარატის მიღების წესი და დოზირება. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს. რეკომენდირებულია ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში ერთჯერ, საკვების მიღების შემდეგ, მიიღება პერორალური გზით წყალთან ერთად.  პრეპარატით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით. გვერდითი ეფექტები. შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებზე. შესაძლებელია გამოვლინდეს შარდის შეფერილობაში ცვლილებები – ინტენსიურ ყვითელ ფერამდე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და განპირობებულია პრეპარატში რიბოფლავინის შემცველობით და არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას ჯანმრთელობისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები