იცით ზილტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზილტის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი მოვლენები იშვიათად საჭიროებენ კლოპიდოგრელით მკურნალობის მოხსნას. შეინიშნება შემდეგი სახის არასასურველი მოვლენები: • ზოგადი: ტკივილი გულმკერდის არეში, ტრავმები, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ტკივილი, გადაღლა, ასთენია, თიაქარი. • ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ქვედა კიდურების კრუნჩხვები, ჰიპერესტეზია, ნევრალგია. • ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრივ: სინკოპე, გულისცემის გახშირება. • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გენერალიზირებული შეშუპება. • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გემოვნების დარღვეა, კუჭის წყლულის პერფორაცია, ჰემორაგიული გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების წყლულიდან. • ღვიძლი და სანაღვლე გზები: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტის, ღვიძლის სტეატოზი. • სისხლი და სისხლმბადი ორგანოები: თრომბოციტოპენია, ანემია (აპლასტური ან ჰიპოქრომული), აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია. • კოაგულაციური დარღვევები და სისხლდენა: პურპურა, ექსტრავაზატები, ეპისტაქსისი, სისხლდენა კუჭ-ნაწალვის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა სახსრებში, სისხლდენა საშარდე გზებიდან, სისხლიანი ნახველი, ქალასშიდა სისლჩაქცევა, რეტროპერიტონეალური ჰემორაგია, სისხლდენა ოპერაციის შემდგომი ჭრილობებიდან, თვალშიდა სისხლჩაქცევები, ჰემოთორაქსი, ფილტვისმიერი სისხლდენა, ალერგიული პურპურა, თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა. • ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: არტრალგია, ზურგის ტკივილი, ართრიტი, ართროზი. • სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ანთება, ქოშინი, რინიტი, ბრონქიტი, ხველა, პნევმონია, სინუსიტი. • კანი: გამონაყარი, ქავილი, კანის დაწყლულება, ბულოზური დერმატიტი, ერითემატოზული გამონაყარი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ჭინჭრის ციება. • გრძნობის ორგანოები: კატარაქტა, კონიუნქტივიტი. • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტი, მენორაგია. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა კლოპიდოგრელით მკურნლობის დროს შეიძლება ასევე აღინიშნოს ჰემოლიზური ურემიული სინდრომის, მემბრანული ნეფროპათიის და მომატებული მგრძონებლობის (ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები) ერთეული შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები