იცით თიოლეპტა 600მგ HRს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიოლეპტა 600მგ HR-ის გვერდითი მოვლენებია: რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები გვერდითი ეფექტების შესაფასებლად გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები: • ძალიან ხშირი (≥1/10 – დაფიქსირდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში); ხშირი  (≥1/100-დან <1/10 – დაფიქსირდა 100-დან ერთზე მეტ და 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100 – დაფიქსირდა 1.000-დან ერთზე მეტ და 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1.000 – დაფიქსირდა 10.000-დან ერთზე მეტ და 1.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში); ძალიან იშვიათი (<1/10.000 – დაფიქსირდა 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში) და დაუზუსტებელი (შეუძლებელია არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლა). შესაძლო გვერდითი მოვლენები:  გასტროინტესტინური დარღვევები: ხშირი: გულისრევა ძალიან იშვიათი: ღებინება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების ტკივილი და დიარეა.  ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია) და ქავილი.  ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი: თავბრუხვევა ძალიან იშვიათი: გემოვნების შეცვლა.  ზოგადი: ძალიან იშვიათი: გლუკოზის გაძლიერებული უტილიზაციის გამო, შეიძლება სისხლში შაქრის დონემ დაიწიოს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები: თავბრუხვევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი და მხედველობის დაბინდვა.  თუ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ წამლის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გადაწყვეტს შემდგომ სამოქმედო გეგმას.  ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.   თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც ამ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები