იცით იზო-მაკი რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იზო-მაკი რეტარდის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სისუსტე, თავბრუსხვევა, იშვიათად ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით, გულის წასვლით, სტენოკარდიის სიმპტომების გაძლიერებით (პარადოქსული “ნიტრატული” ეფექტი), რაც გამოწვეულია არტერიული წნევის დაქვეითებით. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, რომელიც მცირდება რამდენიმე დღეში. კანის მხრივ: ჰიპერემია, ალერგიული რეაქციები; იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი. სხვა: შესაძლოა შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რისი თავიდან აცილება შესაძლებელია დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით. შენიშვნა:   იზომაკ რეტარდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია, ფილტვის ნაკლებად ვენტილირებულ უბნებში სისხლის გადანაწილების გამო, რაც გულის იშემიური დაავადების დროს ხელს უწყობს მისი სისხლით მომარაგების შემცირებას (იშემია). გვერდითი მოვლენების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები