იცით იმოვაქსი ოერილონსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმოვაქსი ოერილონსის გვერდითი მოვლენებია:  – ინექციის ადგილას შესაძლოა უმნიშვნელო ერითემატოზული რეაქციის განვითარება, რომელსაც ხანდახან თან ახლავს ტემპერატურის ზომიერი მომატება და (იშვიათად) – ყბა-ყურის ჯირკვლების ანთება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ხანმოკლე და უმნიშვნელოა, რომელიც ვლინდება ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ ან მოგვიანებით. – მონიტორინგის შედეგად იშვიათად აღინიშნება ნევროლოგიური დარღვევები როგორიცაა: მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი და ცალმხრივი სიყრუე. ვაქცინის შეყვანის შემდეგ 30 დღის განმავლობაში, რომელიც შეიცავს Urabe AM-9-ის შტამს, აღინიშნება არაბაქტერიული მენინგიტი გართულებების გარეშე. ხანდახან ცერებროსპინალური სითხიდან შეიძლება იზოლირებულ იქნას ეპიდემიური პაროტიტის ვირუსი. ზოგიერთ შემთხვევებში სპეციალური მეთოდის გამოყენება, რომელიც დაფუძნებულია პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე და ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვაზე იძლევა ვაქცინის მსგავსი ვირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. – ასეპტიური მენინგიტის შემთხვევების სიხშირე ვაქცინაციის დროს შედარებით დაბალია, ვიდრე ეპიდემიური პაროტიტის, რომელიც პაროტიტის ველური ვირუსით არის გამოწვეული. ჩვეულებრივ ადგილი აქვს გამოჯანმრთელებას რაიმე გართულებების გარეშე. – ორქიტის განვითარების შემთხვევები ძალზე იშვიათად აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები