იცით იმუნალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნალის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ისევე, როგორც სხვა წამლებს, იმუნალის ტაბლეტებს შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება. თუ იმუნალის მიღების შემდეგ ვითარდება სახის, ტუჩების, ქუთუთოების, ენის შეშუპება, რთულდება სუნთქვა, კანზე ჩნდება რეაქცია დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. მეწამული ექინაცეის პრეპარატებს შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა ალერგიების მიმართ თანდაყოლილი მიდრეკილების მქონე პირებში. გვერდით ეფექტების სიხშირე უცნობია. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიქმნას: – ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება; – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სასუნთქ გზებში, რომლებსაც შეუძლიათ ბრონქების შევიწროების და ასთმის გამოწვევა; – მძიმე ალერგიული რეაქცია კანის, კანქვეშა ქსოვილების და ლორწოვანის მტკივნეული შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება), ასევე ტუჩების, ენის, ყელის, ხორხის შეშუპებით, რომელიც ართულებს სუნთქვას (კვინკეს შეშუპება); – მძიმე რეაქციების კანის, კანქვეშა ქსოვილებისა და ლორწოვანის მხრივ ბუშტუკების, აქერცვლის და წყლულების გაჩენით; – მომატებული მგრძნობელობის დაუყოვნებლივი რეაქცია (ე.წ. ანაფილაქსიური შოკი); – სისხლის თეთრი სხეულების რიცხვის შემცირება ხანგრძლივი გამოყენებისას (8 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში). აღწერილია ექინაცეის კავშირი აუტოიმუნურ დაავადებებთან (დისემინირებულ ენცეფალიტთან, კვანძოვან ერითემასთან, აუტოიმუნურ თრომბოციტოპენიასთან, ევანსის სინდრომთან, შეგრენის სინდრომთან თირკმლის მილაკების დისფუნქციით). თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული ხდება ან თქვენ შეამჩნევთ გვერდით რეაქციებს, რომელიც ამ ჩანართ ფუქცელში არ არის ჩამოთვლილი, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები