იცით ინსუფორს რა უკუჩვენებები აქვს?

ინსუფორის უკუჩვენებებია: – მეტფორმინის ინდივიდუალური აუტანლობა (მათ შორის, ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა); – შაქრიანი დიაბეტი ლაქტაციდოზისადმი მიდრეკილებით; – შაქრიანი დიაბეტი ანამნეზში ლაქტაციდოზის ეპიზოდებით; – დიაბეტური კეტოაციდოზი; – დიაბეტური კომა ან პრეკომა; – ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები (ჰეპატიტი, ციროზი, სტეატოზი); – თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის დონე 12 მგ% ან 0.132 მმოლ/ლ-ზე მეტი მამაკაცებში და 0.123 მმოლ/ლ ქალებში), მწვავე დაავადებები, რომლის დროსაც არსებობს თირკმელების ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი; – დეჰიდრატაცია (დიარეის, ღებინების დროს); – ჰიპოკალორიული დიეტის დაცვა (დღეში 1000კკალ-ზე ნაკლები); – სერიოზული ტრავმები და ქირურგიული ჩარევები (როდესაც ნაჩვენებია ინსულინოთერაპიის ჩატარება); – სერიოზული რესპირატორული დაავადებები, ცხელება, მძიმე ინფექციური დაავადებები; – მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულის უკმარისობის დეკომპენსაცია, კარდიოგენური ან ტოქსიკური ინფექციური შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზა, პერიფერიული არტერიების სისხლისმიმოქცევის დარღვევა); – განგრენა; – თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობა; – ქრონიკული ალკოჰოლიზმი და ალკოჰოლით მძიმე მოწამვლა; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები