იცით კალუმიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალუმიდის გვერდითი მოვლენებია: – ჩვეულებრივ პაციენტები პრეპარატს კარგად იტანენ, იშვიათ შემთხვევაში გვერდითი რეაქციის გამო საჭირო იყო მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახის ჰიპერემიას, კანის ქავილს, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობას, გინეკომასტიას, რაც მცირდება ქირურგიული კასტრაციის შემდეგ. პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე და კანის სიმშრალე. – ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (ტრანსამინაზების მომატება, ქოლესტაზი, სიყვითლე) მხოლოდ იშვიათად ჰქონდა მძიმე ფორმა. ხშირად მკურნალობის შეწყვეტისას ან მკურნალობის დროს ის ნაკლებ გამოხატულ ფორმას იღებდა ან ნორმალიზდებოდა. – პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, ღვიძლის უკმარისობა ვითარდებოდა ძალიან იშვიათად და მისი მკურნალობასთან კავშირი დადგენილი არ არის. ხანდახან თავს იჩენდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (სტენოკარდია, ეკგ-ზეPR და QT ინტერვალების გაზრდა, არითმია და არასპეციფიური ცვლილებები). – კლინიკურ კვლევებში ბიკალუტამიდის კომბინირებული მიღებისას მჰრფ-ს ანალოგთან შემთხვევათა e~1% აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი კავშირი მკურნალობასთან არ არის დადასტურებული, ვინაიდან სიმპტომების უმეტესობა შეიძლება აიხსნას პაციენტების ხანდაზმული ასაკით: გ.ს.ს.: გულის უკმარისობა. ს.მ.ს.: ანორექსია, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი. ც.ნ.ს.: თავბრუსხევა, უძილობა, მომატებული ძილიანობა, ლიბიდოს დაქვეითება. სასუნთქი სისტემა: დისპნოე. გამომყოფი სისტემა: იმპოტენცია, ნიქტურია. სისხლმბადი სისტემა: ანემია. კანის საფარი: გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰირსუტიზმი. ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მატება ან კლება. სხვა: ტკივილი მუცელში, მკერდში, მცირე მენჯში, თავის ტკივილი, შეშუპებები, შემცივნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები