იცით კანდეზეკ კომბს რა უკუჩვენებები აქვს?

კანდეზეკ კომბის უკუჩვენებებია: არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი • თუ ხართ ალერგიული ამლოდიპინის ან კალციუმის არხების ბლოკერების მიმართ. თუ ხართ ალერგიული კანდესარტანის ცილექსეტილის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6). • თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) • თუ გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი სისხლი) • თუ გაქვთ გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ • თუ ხართ სულ მცირე სამი თვის ორსული (იხ. ორსულობა და ლაქტაცია) • თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დისფუნქცია ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღველის გადმოსვლა ნაღვლის ბუშტიდან) • დაუშვებელია კანდეზეკ კომბის მიღება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად, თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები (GFღ<60მლ/წთ/1.73მ2). გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს კანდეზეკ კომბის მიღებამდე: – თუ ბოლო დროს გქონიათ გულის შეტევა – თუ გაქვთ გულის უკმარისობა – თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზიული კრიზი) – თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) – თუ ხართ ხანდაზმული და თქვენი დოზა უნდა გაიზარდოს – თუ გავქთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები ან გადიხართ დიალიზს – თუ ახლო წარსულში გადაინერგეთ თირკმელი – თუ შეუძლოდ ხართ – ბოლო დროს გქონდათ ღებინება ან დიარეა – თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც აზიანებს თირკმელზედა ჯირკვალს, რასაც ეწოდება კონის სინდრომი (ასევე ეწოდება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი) – თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი – თუ ოდესმე მიგიღიათ რომელიმე შემდეგი პრეპარატებიდან, რომლებიც გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: • აგფ ინჰიბიტორები (მაგ. ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები • ალისკირენი ექიმმა შესაძლოა რეგულარულად შეგიმოწმოთ თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების დონე (მაგ. კალიუმის დონე) სისხლში. იხ. ასევე ნაწილი „არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი“. რომელიმე მითითებული მდგომარეობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მასთან ხშირი ვიზიტი გარკვეული სამედიცინო ანალიზების ჩასატარებლად. თუ აპირებთ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს რომ იღებთ კანდეზეკ კომბის. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან კანდეზეკ კომბი ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებასთან ერთად იწვევს არტერიული წნევის უჩვეულო დაწევას. აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. კანდეზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ორსულობის დასაწყისში და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტი ორსულობის დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფზე სერიოზული ზიანი მისი მესამე თვის შემდეგ გამოყენებისას (იხ. ორსულობა და ლაქტაცია) ბავშვები და მოზარდები არ არსებობს მონაცემები კანდეზეკ კომბის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ კანდეზეკ კომბის მიღება დაუშვებელია ბავშვებში და მოზარდებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები