იცით კაპტოპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპტოპრილის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები. სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ფილტვების შეშუპება, ბრონქოსპაზმი. ცნს-ისადა პერიფერული ნერვულის სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავისტკივილი, ატაქსია, დაღლილობა, ძილიანობა, ასთენია, მხედველობისდარღვევა. საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, აფტოზური სტომატიტი, გულისრევა, მადის დაქვეითება, იშვიათად ფაღარათი, ტკივილი მუცელში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: პროტეინურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება). წყალ-ელექტროლიტური და მჟავე-ტუტოვანი ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, აციდოზი. ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები