იცით კარდიკეტი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კარდიკეტის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა ნიტრატების მიმართ; * გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; * მწვავე სისხლძარღვთა უკმარისობა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი); * გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა 90 მმ/ვწყ.სვ). * აუცილებელია საგულდაგულო საექიმო მეთვალყურეობა არტერიული და/ან მიტრალური სტენოზების, დაბალი არტერიული წნევის გამო სისხლმიმოქცევის რეგულაციის დარღვევის (სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ორთოსტატული დარღვევა), ჰიპერტონული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის (გულის კუნთის დაზიანება გულის კამერების შევიწროვების გამო), კონსტრიქტული პერიკარდიტების, გულის ტამპონადის, ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე დაავადებების, ფილტვების ტოქსიკური შეშუპების დროს. * კარდიკეტი არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების კუპირების მიზნით, იგი უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ მოქმედებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები