იცით კარდილოპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდილოპინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია მიღებული დოზით: შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია. გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეული არ არის მიღებული დოზით: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ძილიანობა. სხვა გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ღრძილების ჰიპერპლაზია, დისპეფსია, ასთენია, ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი, სექსუალური ფუნქციის (ლიბიდოს) დაქვეითება (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), დისპნოე, ქავილი, პოლაკიურია. ძალიან იშვიათად მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, სიყვითლე, მულტიფორმული ერითემა, გინეკომასტია. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კორონარული დაავადების მძიმე ოკლუზიური ფორმა, უვითარდებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეიძლება გამოყოფილ იქნას ძირითადი დაავადების მიმდინარეობისგან: პროგრესირებადი სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია. (წინაგულების ფიბრილაცია და ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდიაც)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები