იცით კარვედიგამას რა უკუჩვენებები აქვს?

კარვედიგამას უკუჩვენებებია: კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტების გამოყენება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში: – კარვედილოლის ან კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტების სხვა შემადგენელი ნაწილების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას (ალერგია). – მწვავე გულის კუნთების სისუსტე (IV NYHA კლასის გულის უკმარისობა, ნიუ იორკის გულის ასოციაციის მიერ განსაზღვრული გულის უკმარისობის კლინიკური ხარისხის შესაბამისად), რომელიც საჭიროებს ინტრავენურ მკურნალობას გულის კუნთების აქტივობის ასამაღლებლად. – ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვების დაავადება ბრონქების შევიწროვებით (იხ. პუნქტი “განსაკურებული სიფრთხილე კარვედიგამა 25 მგ. ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ——”). – ღვიძლის ფუნქციიბის მწვავე დარღვევა. – ბრონქული ასთმა. – წინაგულიდან გულის პარკუჭებში აგზნების გატარების დარღვევა (AV ბლოკი 2-ე ან 3-მე ხარისხის). – გულის რითმის მკვეთრი შენელება. (წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები წყნარ მდგომარეობაში).  – კარდიოგენური შოკი. – სინუსური კვანძის სინდრომი (მწვავე ჰიპოტონია, 85მმ HG–ზე დაბალი სისტოლური წნევა). – მეტაბოლური აციდოზი. – სტენოკარდია წყნარ მდგომარეობაში (ფეოქრომოციტომი). – პერიფერიული არტერიული სისხილს მიმოქცევის მწვავე დარღვევა. – ვერაპამილით ან დილტიაზემით ერთდროული ინტრავენოზური მკურნალობის დროს (იხ. პუნქტი „ურთუიერთქმედება სხვა სამედიცინო საშუალებებთან“). 2.2. განსაკუთრებული სიფრთხილე კარვედიგამა 12,5 მგ. ტაბლეტების მიღებისას საჭიროა:  გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტები უნდა დაინიშნოს ძირითადად როგორც დამატებითი საშუალება დიურეტიკებით, დიგიტალისით, ან სხვა ვაზოდილატატორებით მკურნალობისას. მკურნალობის დაწყება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა ყველაზე ცოტა 4 კვირის განმავლობაში გაიარა გულის უკმარისობის ჩვეულებრივი ძირითადი თერაპია. გულის კუნთის გამოხატული სისუსტით პაციენტების მდგომარეობა (დეკომპენსაციური გულის უკმარისობა) მურნალობის დაწყებისას უნდა იყოს სტაბილიზირებული. გულის მწვავე უკმარისობით, მარილებისა და სისხლის ნაკლებობით დაავადებული პაციენტები, ისევე როგორც ხანდაზმული პაციენტები და დაბალი წნევის მქონე პაციენტები პირველი დოზირების შემდეგ ან დოზის დამატების შემთხვევაში 2 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგანაც შესაძლებელია სისხლის წნევის დაწევა (ჰიპოტონია). სისხლ-ძარღვების გაფართოვებით გამოწვეული ჰიპერტონისას პირველ რიგში შემცირებული უნდა იყოს დიურეტიკის დოზირება. სიმპტომების შემდგომში არსებობისას შეიძლება შემცირდეს აგრეთვე ACE-მატორმოზებელი რეფლექტორების დოზირება. საჭიროებისამებრ შესაძლებელია აგრეთვე კარვედილოლის დოზის შემდგომი შემცირება და პრეპარატ კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტების მიღების დროებითი შეწყვეტა. კარვედილოლის დოზა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გულის უკმარისობის და სისხლ-ძარღვევების გაფართოვების გამომწვევი სიმპტომები მოყვანილია კონტროლის ქვეშ. გულის უკმარისობით და ამავდროულად დაბალი წნევით (სისტოლური < 100 მმ HG) დაავადებულ პაციენტებში, ისევე როგორც გულის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევებით (გულის იშემიური დაავადება) და გენერალიზირებული გულის დაავადებით და/ან თირკმელების შეზღუდული ფუნქციით დაავადებულ პაციენტებში, პრეპარატ კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას შეიმჩნევა თირკმელების ფუნქციის გაუარესება. პრეპარატ კარვედიგამა 12,5 მგ მლ ტაბლეტების დოზირების განსაზღვრისას გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული ფაქტორები. თირკმლების ფუნქციის გამოხატული გაუარესების შემთხვევაში, კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტების დოზა უნდა შემცირდეს ან პრეპარატ კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტებით მკურნალობა საერთოდ უნდა შეწყდეს. კარვედიგამა 12, 5 მგ ტაბლეტების და გიგილასის ერთდროული გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივე პრეპარატი იწვევს წინაგულიდან გულის პარკუჭებში აგზნების გატარების შენელებას (ანტიოვენტრიკულარული გატარების დრო) (იხ. პუნქტი 2.3 “სხვა სამედიცინო პრეპარატებთან ურთიერთქმედება”).  ზოგადი გაფრთხილებები პრეპარატ კერვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტებისა და ბეტაბლოკატორების გამოყენებისას: ფილტვების ქრონიკული დაავადებით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებისთვისაც არ შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობა, შეიძლება მიიღონ პრეპარატ კერვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი მკურნალობით მიღებული მოსალოდნელი დადებითი შედეგი აღემატება პოტენციურ რისკს. მკურნალობის დაწყებისას და დოზის განსაზღვრისას პაციენტი უნდა იყოს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრონქების შევიწროვების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. კარვედილოლმა შეიძლება დათრგუნოს მწვავე ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და მაჩვენებლები. შაქრის დიაბეტით ან გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატ კერვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტებით მკურნალობას ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური გავლენა სისხლში შაქრის დონის ზრდის შეჩერებაზე. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით და მკურნალობენ პრეპარატ კერვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტებით, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლი და შაქრის დონის დამწევი მედიკამენტების გამოყენება (იხ. პუნქტი 2.3 “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება”). კარვედილოლმა შეიძლება დათრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი ფუნქციონირების სიმპტომები და მაჩვენებლები (ჰიპერთირეოზი). კერვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია). იმ შემთხვევაში, თუ პულსი წუთში 55 დარტყმაზე ნაკლებია და შეიმჩნევა ბრადიკარდიისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლები, პრეპარატის დოზირება უნდა შემცირდეს. კერვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტების გამოყენება კალციუმის ანტაგონისტებთან, როგორიცაა მაგალითად, ვერაპამილი და დიტიაზემი ან გულის რითმის დარღვევების საწინააღმდეგო (ანტიარითმიული) სხვა სამკურნალო საშუალებებთან, განსაკუთრებით ამიოდარონთან ერთად მიღებისას აუცილებელია სისხლის წნევის კონტროლი და ელექტროკარდიოგრამა. არასასურველია აგრეთვე მათი ერთდროული ინტრავენოური გამოყენება (იხ. პუნქტი 2.3 “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება”). განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო აგრეთვე კარვედიგამას 25 მგ´ßßტაბლეტების გამოყენებისას ციმეტიდინთან ერთად, რადგანაც ამ უკანასკნელმა შეიძლება გააძლიეროს პრეპარატ კარვედიგამას მოქმედება (იხ. პუნქტი 2.3 “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება”).. საკონტაქტო ლინზების მომხმარებლებმა შეიძლება იგრძნონ ცრემლდენა. მწვავე მგრძნობელობითი რეაქციების მქონე პაციენტებში, ისევე როგორც დესენსიბილიზაციის თერაპიზე მყოფ პაციენტებში აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რადგანაც ბეტაბლოკატორებს შეუძლიათ ალერგენული სუბსტანციების მიმართ მგრძნოებლობის ამაღლება და მწვავე მგრძნოებლობითი რეაქციების გაძლიერება (ანაფილაქსური რეაქციები). სიფრთხილე არის ასევე საჭირო პრეპარატ კარვედიგამას 12,5 მგ´ტაბლეტების დანშვნისას ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციების გაუარესება. პრეპარატს გააჩნია სისხლ-ძარღვების გამაფართოვებელი ბეტაბლოკატორების თვისება და ამიტომ, პერიფერული სისხლ-ძარღვების დაავადება ნაკლებად შესაძლებელია ვიდრე სხვა ბეტაბლოკერტებათან ერთად გამოყენებისას. პაციენტთა ამ ჯგუფში ამჟამად არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება. იგივე ეხება აგრეთვე თითის და ქუსლის არეში (რეინაუდის ფენომენი) სისხლ-ძარღვების კრუნჩხების მქონე პაციენტებს. შესაძლებელია სიმპტომების გაძლიერება. პაციენტები, რომლებიც ძალიან ნელა ითვისებენ წნევის დამწევ პრეპარატებს, უნდა იყვნენ მუდმივი კონტროლის ქვეშ. არამდგრადი ან ორგანულად გამოწვეული (სეკუნდარული) მაღალი წნევის, ორთოსტაზის, გულის მწვავე ანთებითი დაავადებების, გულის პარკუჭების ან გულის ჩადინების ტრაქტის ჰემოდინამიური მოქმედი ცვლილებების, პერიფერული არტერიული სისხლის მიმოქცევის ბოლო სტადიის დროს პაციენტების მიერ პრეპარატ კარვედიგამას 25მგ ტაბლეტების მიღება არასასურვეილა, რადგანაც ამჟამად არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები მისი მოქმედების შესახებ. აგრეთვე დაუშვებელია პრეპარატ კარვედიგამას 25 მგ ტაბლეტების მიღება სისხლის წნევის დამწევ სხვა საშუალებებთან ერთად (ა1 რეცეპტორ-ანტაგონისტებთან ან ა2 რეცეპტორ-ანტაგონისტებთან). იმის გამო, რომ კარვედილოლი ანელებს აგზნების გატარებას გულში (ნეგატიური დომოტროპული მოქმედება), მისი გამოყენება 1 ხარისხის AV ბლოკის პაციენტებში, საჭიროებს აგრეთვე დიდ სიფრთხილეს. ნარკოზის დროს ბეტაბლოკატორები ამცირებენ გულის რითმის დარღვევების საფრთხეს, მაგრამ ამავე დროს ამაღლებენ სისხლის წნევის დაწევის რისკს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ნარკოზის დროს პრეპარატ კარვედიგამას გამოყენებისას. ახლად ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მიღებული მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ბეტაბლოკატორები ოპერაციასთან ერთად ამცირებენ გულის დაავადებებს და გულისა და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისევე, როგორც სხვა ბეტაბლოკერები, პრეპარატ კარვედიგამას 25 მგ-ნი ტაბლეტების მიღება არ უნდა შეწყდეს სპონტანურად. ეს ეხება პირველ რიგში გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის დარღვევებით დაავადებულ პაციენტებს (იშემიური გულის დაავადება). პრეპარატ კარვედიგამას 25 მგ – ნი ტაბლეტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად 2 კვირის განმავლობაში, მაგალითად დღიური დოზის ნახევარზე შემციერბის გზით ყოველ მესამე დღეს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შემცვლელი თერაპიის ჩატარება ანგინა პექტორისის დაავადების თავიდან არიდების მიზნით. ა) 18 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები: ამჟამად არსებობს არასაკმარისი მონაცემები პრეპარატ კარვედიგამას აღნიშნულ ჯგუფზე მოქმედების შესახებ. აქედან გამომდინარე ბავშვების ად ახალგაზრდების მიერ პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ხანში შესული ადამიანები. ხანში შესულ ადამიანებს შეიძლება ჰქონეთ ამაღლებული მგრძნობიარება პრეპარატ კარვედიგამას 25 მგ-ნი ტაბლეტების მიმართ, მაგიტომ აუცილებველია მათი მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები