კარვედი-დენკი 25 – ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატის მსგავსად კარვედი-დენკ 25-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია ჩასასმელია ცხრილი გვერდითი ეფექტები:ძალიან ხშირად: – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი – გულის უკმარისობის გაუარესება (ქოშინი, შეშუპება კოჭების მიდამოში); – დაბალი არტერიული წნევა; – დაღლილობა; ხშირად: – ბრონქიტი, პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გძების ინფექციები; – წონის მომატება, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (განსაკუთრებით დიაბეტიანებში), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება); – დეპრესია, დეპრესიული განწყობა; – მხედველობის დარღვევა, ცრემლდენის შემცირება (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება; – შენელებული გულისცემა, შეშუპება (ორგანოს ან ქსოვილის შეშუპება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), სითხის დაგროვება ორგანიზმში, არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დადაჯდომის დროს (ორთოსტატული ჰიპოტენზია); – დარღვეული სისხლის მიმოქცევა კიდურებში (ცივი ფეხის და ხელის თითები, გარდამავალი კოჭლობა); – რეინოს სინდრომი (ხელის ან ფეხის თითების ტკივილი, რომელთაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ გახდეს თეთრი და საბოლოოდ – წითელი); – სუნთქვის პრობლემები (ქოშინი), ფლიტვის შეშუპება (სითხე ფილტვებში), ასთმის სიმპტომების გაუარესება; – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, გულძმარვა, კუჭის ტკივილი; – ხელების და ფეხების ტკივილი, გენერალიზებული ტკივილი; – თირკმლის დისფუნქცია და თირკმლის უკმარისობა, პრობლემები შარდვის მხრივ; არა-ხშირად: – ძილის დარღვევები; – თავბსურსხვევა, გულის წასვლა, კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია); – გულის ბლოკადა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია); – კანის ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი; – ფსორიაზი, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი; – თმის ცვენა; – ერექციის დარღვევა; იშვიათად: – თორმბოციტების რააოდენობის შემცირება (შესაძლებელია გამოიწვიოს ადვილად ჩალურჯება და ცხვირიდან სისხლდენები); – ცხვირის შეგუბება; ძალიან იშვიათად: – ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია გაამოიწვიოს ინფექციის სიმპტომები, აუხსნელი ცხელება, ხელის ტკივილი); – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია); – სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ALAT, ASAT, GGT) მომატება; – უნებლიე შარდვა (შარდის შეუკავებლობა) ქალებში. თუ რომელიმე სიმპტომი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რაც არ არის არწერილი ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები