იცით კარვიდილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვიდილის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სინკოპალური მდგომარეობა, კუნთების სისუსტე (უფრო ხშირად, მკურნალობის დასაწყისში), ძილის დარღვევა, დეპრესია, პარესთეზიები.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა, იშვიათად _ ‘ხანგამოშვებითი’ კოჭლობა, პერიფერიული სისხლმიმოქცევის ოკლუზიური სახის მოშლილობანი, გულის უკმარისობის პროგრესირება.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილები, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, ‘ღვიძლის’ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.  სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.  შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, შეშუპებები.  ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ფსორიაზული გამონაყარის გამწვავება, ცემინება, ცხვირის დაცობა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში) სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, ტკივილები კიდურებში, ცრემლის გამოყოფის შემცირება, სხეულის მასის ზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები