იცით კარვიდილს რა უკუჩვენებები აქვს?

კარვიდილის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (ΙV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), II და III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენური შოკი. არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 85 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები). ღვიძლის უკმარისობა. ბრონქული ასთმა. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (არაა დადგენილი უსაფრთხოება და ხმარების ეფექტურობა). სიფრთხილით იხმარება ბრონქოსპაზმური სინდრომის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის, პრინცმეტალის სტენოკარდიის, დიაბეტის ან ჰიპოგლიკემიის, ჰიპერთირეოზის, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, ფეოქრომოციტომის, დეპრესიის, მიასთენიის, ფსორიაზის, თირკმლის უკმარისობის დროს.  თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოჩამოთვლილი დაავადება აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე! სიფრთხილე სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ხმარობენ კონტაქტურ ლინზებს (ცრემლდენის შემცირების გამო). მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათანობით (‘მოხსნის’ სინდრომის განვითარების თავიდან ასაცილებლად), რამოდენიმე დღის განმავლობაში (განსაკუთრებით, ავადმყოფებში გულის იშემიური დაავადებით). სინათლეზე შენახვისას შესაძლებელია ტაბლეტების ფერის შეცვლა. შეიძლება შეინიღბოს თირეოტოქსიკოზისა და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები. პედიატრიულ პრაქტიკაში კარვედილოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ მოიპოვება. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ანესთეზიოლოგი უნდა იყოს გაფრთხილებული კარვედილოლით ჩატარებული მკურნალობის შესახებ. მკურნალობის ფონზე გულის უკმარისობის პროგრესირებისას უნდა გავზარდოთ დიურეზულების დოზა, თირკმლების უკმარისობისას დოზას არეგულირებენ თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობასთან დამოკიდებულებაში. მკურნალობის პერიოდში უნდა გამოირიცხოს ეთანოლის მოხმარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები