იცით კეტოროლაკს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტოროლაკის უკუჩვენებებია: • აქტიური პეპტიური წყლული, ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაციის მქონე პაციენტები, აგრეთვე ანამნეზში პეპტიური წყლულის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მქონე პაციენტები.  • პროგრესირებადი თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტები.  • მშობიარობის დროს, ვინაიდან პროსტაგლანდინის სინტეზის ინჰიბიციის გამო, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და გაიზარდოს საშვილოსნოსმიერი ჰემორაგიები.  • მეძუძურ დედებში ახალშობილებზე პროსტაგლანდინ-მაინჰიბირეელი არასასურველი მოქმედების გამო. • ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის მიმართ ან ალერგიული რეაქციები სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.  • ოპერაციის წინ პროფილაქტიური ანალგეტიკის სახით, აგრეთვე ინტრაოპერაციულად, სისხლდენის მომატებული რისკის გამო. • კეტოროლაკი აინჰიბირებს თრომბოციტულ ფუნქციას და ამიტომ, უკუნაჩვენებია ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ჰემორაგიული დიათეზის, არასრული ჰემოსტაზის და სისხლდენის რისკის მქონე პაციენტებში.  • აცეტილსალიცილის მჟავასთან ან/და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, არასასურველი მოვლენების კუმულაციის გამო.  • პრობენეციდთან ერთდროული გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები