იცით კვადრიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კვადრიპინის გვერდითი მოვლენებია: ლიზინოპრილი: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე). ამლოდიპინი: მკურნალობის დროს შესაძლოა აღინიშნოს წვივების შეშუპება, თავის ტკივილი, იშვიათად: დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევა, სახის ჰიპერემია.  მაღალი დოზით დანიშვნისას: არითმია, ჰიპოტენზია, ქოშინი, იშვიათად _ ღრძილების ჰიპერპლაზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები