იცით კლიმოდიენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლიმოდიენის გვერდითი მოვლენებია:  რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირად (>1%) – მენსტრუაციათაშორის სისხლდენები; ენდომეტრიუმის გასქელება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ტკივილი, ვულვოვაგინიტები; იშვიათად (<1%) – საშოს სეკრეციის მხრივ დარღვევები; სარძევე ჯირკვლების ფიბროზულ-კისტოზური დაავადებები. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, გადაღლილობა, ხასიათის შეცვლა; იშვიათად – უძილობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია; იშვიათად – თრომბოფლებიტები, ვენური თრომბოზები, მოძრაობის დროს ვენების გაყოლების არეში ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გამა-გლუტამინტრანსფერაზას აქტივობის მომატება; იშვიათად – ყაბზობა, გასტრიტი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად – გაძლიერებული ოფლდენა, ეგზემა, ეგზანთემა, აკნეს მსგავსი დერმატიტი, თმის ცვენა. სხვადასხვა: სხეულის მასის ცვლილება, ალები, რძიანა, იშვიათად – ქვედა კიდურების შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები, ლიბიდოს შეცვლა, მომატებული მგრძნობელობა, სისხლში ლიპიდების და შაქრის მაჩვენებლების ცვლილებები, ანემია, დისპეფსია. მხედველობის დაქვეითება, მადის შეცვლა, დეპრესია, სოკოვანი ინფექციები, სისხლის ლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა, საშვილოსნოს მიომის ზომების გაზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები