იცით კლოდიფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოდიფენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი მოვლენები: დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, მიღებული დოზის სიდიდესა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ ვითარდება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, იშვიათად აღინიშნება უმადობა, სპაზმები მუცლის არეში, მუცლის გადავსების შეგრძნება, წყლულის განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იშვიათ შემთხვევაში იწვევს სისხლიანი განავლის სპონტანურ წარმოქმნას; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ _ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – ძილის დარღვევა, აგზნებადობა. დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად აღინიშნება ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ინექციების ადგილებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები: (წვის შეგრძნება). თირკმელების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი. ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ ადგილი აქვს შრატში ტრანსამინაზების დონის მომატებას. ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ჩატარდეს ღვიძ¬ლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. სხვა: შესაძლოა აღინიშნოს დიკლოფენაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შემდეგი სიმპტომების სახით: სახის, ენის და ყელის შეშუპება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მაჩვენებლების მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები