იცით კლოვეიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოვეიტის გვერდითი მოვლენებია: თუ მალამოს დადების შემდეგ შეიგრძენით წვა ან ქავილი, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს: კანის ადგილობრივი რეაქციები: ფერიმჭამელები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პურპურა), კანისა და კანქვეშა ქსოვილის გათხელება, სტრიების ფორმირება. გაფართოვებული კაპილარები ან ტერმინალური არტერიების დაგროვება კანზე თუ ლორწოვან გარსებზე, კანის დეპიგმენტაცია ან გაუფერულება, თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთებები, გამონაყარი, კანის ანთება პირის გარშემო. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ქუთუთოებზე წასმის შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის სიმპტომების გაძლიერება ან კატარაქტის განვითარება.  ზოგადი: შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან კანის დიდ უბნებზე წასმისას, ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ გამოყენებისას ან ბავშვებში. ACTH ჰორმონის (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას) შექცევადი შემცირება შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, სისუსტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით ბავშვების ზრდის შენელებით.  მძიმე გვერითი მოვლენების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები