იცით კლოპიდოგრელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპიდოგრელის გვერდითი მოვლენებია: სისხლდენა წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას, დარეგისტრირებული როგორც კლინიკურ კველევებში, ასევე პოსტმარკეტინგულ პერიოდში. კლინიკურ კველევებში გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ან სპონტანური შეტყობინებები ჩამოთვლილია ქვემოთ. ხშირი (≥1/100, <1/10) – ჰემატომა და ტრავმული დაზიანება – ცხვირიდან სისხლდენა – კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია – სისხლდენა პუნქციის ადგილიდან არახშირი (≥1/1000, <1/100) – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია – თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ადგილი ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევას ლეტალური შედეგით), თვის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა – სისხლჩაქცევა თვალში (კონიუნქტივალური, ოკულარული, რეტინალური) – გასტრიტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი – გამონაყარი, ქავილი, კანში სისხლჩაქცევა (პურპურა) – ჰემატურია – სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება იშვიათი (≥1/10000, <1/1000) – ნეიტროპენია, მათ შორის მწვავე – ვერტიგო (ვესტიბულური თავბრუსხვევა) – რეტროპერიტონული სისხლდენა ძალიან იშვიათი  (< 1/10000) – თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, აპლაზიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მწვავე თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია – შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქტოიდური რეაქციები – ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა – გემოს შეგრძნების დარღვევა – ძლიერი სისხლდენა, ჭრილობიდან სისხლდენა, ვასკულიტი, ჰიპოტენზია – რესპირატორული ტრაქტიდან სისხლდენა (სისხლის ამოხველება, ფილტვიდან სისხლდენა), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული პნევმონიტი – კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონული სისხლდენა ლეტალური შედეგით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი და ლიმფოციტური), სტომატიტი – ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის  პათოლოგიური მაჩვენებლები – ბულოზური დერმატიტი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა), ანგიოედემა, ერითემული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა და ბრტყელი სირსველი – ძვალ-კუნთოვანი სისხლდენა (ჰემართროზი, ართრიტი, ართრალგია, მიალგია) – გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება – ცხელება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები