იცით კლოპიდონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპიდონის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის არეში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაღლილობა, ასთენია; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, პარესთეზიები, კრუნჩხვა, ჰიპერესთეზია, ნევრალგია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გენერალიზებული ან პერიფერიული შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის წასვლა, გაძლიერებული გულისცემა;  სასუნთქი სისტემის მხრივ: ზედა სასუნთქი გზების ანთება, ქოშინი, რინიტი, ბრონქიტი, ხველა, პნევმონია, სინუსიტი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გემოს შეგრძნების დარღვევა, კუჭის წყლულის პერფორაცია, ჰემორაგიული გასტრიტი, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტი, ღვიძლის სტეატოზი;  ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, ტკივილი ზურგის არეში, ართრიტი, ართროზი; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ანემია (აპლასტიური ან ჰიპოქრომული), აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია; სისხლის შედედების სისტემის მხრივ: ექსტრავაზაცია, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საშარდე გზებიდან, ოპერაციის შემდგომი ჭრილობებიდან, ფილტვებიდან, სისხლიანი ხველა, სისხლჩაქცევა სახსრებში, თვალში, ქალაშიდა სისხლჩაქცევა, ჰემოთორაქსი, თრომბოციტოპენიური პურპურა; დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, კანის წყლულები, ბულოზური დერმატიტი, ერითემატოზური გამონაყარი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება;  მხედველობის სისტემის მხრივ: კატარაქტა, კონიუნქტივიტი; შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ცისტიტი, მენორაგია; სხვა: იშვიათად – მაღალი ტემპერატურა, სისხლის კრეატინინის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები