იცით კოლნარი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლნარი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:როზუვასტატინის მიღების დროს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული. არასასურველი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ხშირად (>1%, <10%); ზოგჯერ (>0.1%, <1%); იშვიათად (>0.01%,<0.1%); ძალიან იშვიათად (<0.01%). იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად: ტკივილი მკერდის არეში, არტერიული წნევის მატება, არითმია, პერიფერიული შეშუპება. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად: ბრონქიტი, ხველა, რინიტი, სინუსიტი. სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ხშირად: ანემია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია, ამნეზია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ყაზბობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი. იშვიათად: პანკრეატიტი, ძალიან იშვიათად: დიარეა. კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ზოგჯერ: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათად: სტივენ-ჯონსის სინდრომი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად: მიალგია. იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი, ართრალგია. ისევე, როგორც ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე. 40 მგ დოზის მიღებისას რაბდომიოლიზი, თირკმლის და ღვიძლის მნიშვნელოვანი დისფუნქციები მატულობს.  ღვიძლის მხრივ: იშვიათად: ღვიძლის ტრანსამინაზების დონის ზრდა. ძალიან იშვიათად: სიყვითლე, ჰეპატიტი. თირკმელების მხრივ: ძალიან იშვიათად: ჰემატურია. ზოგადი: ასთენია. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები