იცით კოლოკიტს რა უკუჩვენებები აქვს?

კოლოკიტის უკუჩვენებებია: კოლოკიტის მიღება არ შეიძლება თუ: – ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნატრიუმის ფოსფატის მარილებისა ან კოლოკიტში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;  – ჯერ კიდევ არ ხართ 18 წლის; – გაქვთ ღებინება (გულისრევა) ან მუცლის ტკივილები; – გაქვთ თირკმლის უკმარისობა; – გაწუხებდათ ან ამჟამად გაწუხებთ გულის მხრივ ჩივილები (გულის უკმარისობა, ძლიერი ტკივილი მკერდის არეში); – გქონიათ ან ამჟამად გაქვთ სითხის დაგროვება მუცლის აპკსა (რაც ეკვრის მუცლის ღრუს) და ორგანოებს შორის; – აღინიშნება წვრილი ნაწლავის პერფორაცია ან პარეზი (ნაწლავების გაუვალობა); – გაქვთ მეგაკოლინჯი (ნაწლავის გაფართოება) თანდაყოლილი ან შეძენილი; – გაწუხებთ მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება; – თქვენი პარათირეოიდული ჯირკვლები ჰიპერაქტიურია (ჰიპერპარათიროიდული). თქვენ არ უნდა მიიღოთ კოლოკიტი ნატრიუმის ფოსფატის შემცველ სხვა საფაღარათო პრეპარატებთან ერთად. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების აღმოჩენის შემთხვევეაში მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. ის გადაწყვეტს უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები