იცით კონკორს რა უკუჩვენებები აქვს?

კონკორის უკუჩვენებებია: * არ არის რეკომენდებული კონკორის გამოყენება შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკული ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-ზე ნაკლები) გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიების, მაო ინჰიბიტორების ერთდროული მიღების (გამონაკლისია: მაო-B-ს ინჰიბიტორი) დროს. * ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, კონკორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ. * კონკორის დანიშვნა ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა, შეიძლება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის გულის უკმარისობის გამწვავებისას ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, რომლის დროსაც აუცილებლია ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა, კონკორის გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა ამისა, კონკორის გამოყენება უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის მქონე ისეთი ავადმყოფებისთვის, რომელსაც აღენიშნებათ ბრადიკარდია (თუ პულსი 60 დარტყმაზე ნაკლებია წუთში) და ჰიპოტენზია (თუ სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლებია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები