იცით კონკორ კორს რა უკუჩვენებები აქვს?

კონკორ კორის უკუჩვენებებია: * არ არის რეკომენდებული კონკორ კორის გამოყენება – შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-ზე ნაკლები), გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიების, მაო ინჰიბიტორების ერთდროული მიღების (გამონაკლისია: მაო-B-ის ინჰიბიტორი) დროს. * ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, კონკორ კორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ. * კონკორ კორის დანიშვნა ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა, შეიძლება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ. * გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის გულის უკმარისობის გამწვავებისას ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, რომლის დროსაც აუცილებელია ნოოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა, კონკორ კორის გამოყენება არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, კონკორ კორის გამოყენება უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის მქონე ისეთი ავადმყოფებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ბრადიკარდია (თუ პულსი 50-60 დარტყმაზე ნაკლებია წუთში) და ჰიპოტენზია (თუ სისტოლური არტერიული წნევა 90-100 მმ ვწყ. სვ-ზე ნაკლებია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები