იცით კოქსიბეტს რა უკუჩვენებები აქვს?

კოქსიბეტის უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ; – ბრონქული ასთმა, ცხვირის ან მიმდებარე წიაღების რეციდიული პოლიპოზი და აცეტილსალიცილისმჟავის ან სხვა აასპ აუტანლობა (მათ შორის ანამნეზში); – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ეროზიულ – წყლულოვანი ცვლილება, კუჭ – ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა; ცერებროვასკულური ან სხვა ტიპის სისხლდენა; – ნაწლავების ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში   – ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები; – გულის გამოხატული უკმარისობა (NYHA II-IV); – ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (Child-Pugh შკალით 9 ქულაზე მეტი) ან ღვიძლის აქტიურიდაავადება; – თირკმელების გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ – ზე ნაკლები), თირკმელების პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალიემია; – აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი; პერიფერიული არტერიების დაავადებები, ცერებროვასკულური დაავადებები, კლინიკურად გამოხატული გულის იშემიური დაავადება; არაკონტროლირებადი არტერიულიჰიპერტენზია; – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; – 16 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები