იცით ლატიკორტს რა უკუჩვენებები აქვს?

ლატიკორტის უკუჩვენებებია: კანის ბაქტერიული, ვირუსული და მიკოზური ინფექციები, ახალწარმონაქმნები და კანის კიბოსწინა მდგომარეობები, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი, წამლის მიმართ აღმოჩენილი ალერგია. ძალიან ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება შესაძლოა გახდეს კანის ატროფიის მიზეზი. სახის კანზე გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანების სიმპტომები (წვა, სიწითლე, ზედმეტი სიმშრალე). კანის განსაკუთრებით დიდ მონაკვეთებზე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის რეაბსორბცია ორგანიზმის ქსოვილებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთო, ჰორმონალური არასასურველი მოვლენები (შეშუპებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება). არასასურველი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები