იცით ლევო-დენკი 250-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ლევო-დენკი 250-ის უკუჩვენებებია: ლევო დენკ 250-ის მიღება უკუნაჩვენებია: – თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ლევოფლოქსაცინზე, ლევო დენკ 250-ის სხვა სემადგენელი ნივთიერებაზე ან ქინოლონზე – თუ პაციენტი დაავადებულია კონვულსიური აშლილობით (ეპილეფსია), – თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მყესების პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო ქინოლონის გამოყენებასთან – ბავშვებში და მოზარდებში – ორსულობისას – ლაქტაციის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე ლევო დენკ 250-ის მიღებისას – მწვავე პნეუმოკოკური პნეუმონიის შემთხვევაში, ვინაიდან ლევო-დენკ 250-ით მკურნალობა შესაძლოა არ იყოს ოპტიმალური თარაპია – მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას რაც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას (სეუდომონას აერუგინოსა). ეს შესაძლოა საჭიროებდეს კომბინირებულ თერაპიას. – თუ ლევო დენკ 250-ით მკურნალობისას წარმოიქმნება ტენდონიტის. მას ყველაზე ხშირად გავლენა აქვს აქილევსის მყესზე და შესაძლოა გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა. თენდონიტის და მყესის დაზიანების რისკი განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ ადამიანებში არსებობს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. თუ პაციენტი ეჭვს მიიტანს ტენდონიტზე, რაც შეიძლება გამოხატული იყოს მყესების ტკივილით, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, უნდა შეწყდეს ლევო დენკ 250-ით მკურნალობა და შესაბამისად უნდა დაიწყოს მკურნალობა მყესებზე მკურნალობა, მაგალითად დასვენებით. – თუ ლევო დენკ 250-ით მკურნალობისას ან მას შემდეგ მწვავე, მუდმივი სახის და სისხლნარევ დიარეას ექნება ადგილი, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს, ვინაიდან ამგვარი დიარეა შესაძლოა მიუთითებდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე გამოწვეულ ნაწლავთა მწვავე ანთებაზე (ენტეროკოლიტი). აღნიშნული სახის დიარეის არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ლევო დენკ 250-ით მკურნალობა და პაციენტმა გადაუდებლად უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. Aრ უნდა იქნას მიღებული პროდუქტები, რომლებიც იწვევენ პერესტალტიკის გაძლიერებას; – თუ პაციენტი მიდრეკილია პაროქსიზმალურ ეპილეფსიისკენ, შეტევები შესაძლოა გახშირდეს ლევო დენკ 250-ით მკურნალობის ფონზე პაციენტებში, რომელთაც მანმადე მიღებული ჰქონდათ ტვინის ტრამვა. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დეტალურად ეცნობოს მკურნალ ექიმს მანმადე არსებული დაავადებეის შესახებ. ლევო დენკ 250-ისმიება აკრძალულია ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის. შეტევებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ფენბუფენით და მსგავსი არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით ან თეოფილინით თანმხლები მკურნალობისას. კონვულსიური შეტევების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. – თუ პაციენტს აწუხებს თანდაყოლილიმეტაბოლიზმი გლუკოზა – 6-ფოსფატ დეჰიდროგენეზის დეფიციტ. შესაძლოა ჰქონდეს რეაქცია, ვინაიდან ქინოლონიტ მკურნალობისას სისხლის წითელი უჯრედები ნადგურდება (ჰემოლიზი).  აღნიშნულიდან გამომდინარე ამგვარ პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. – თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმელის ფუნქცია, ამგვარი პაციენტებისათვის დადგენილი უნდა იქნეს დოზა. – თუ მწვავე ჰიპერმგრძნოლბელობითი რეაქციები განვითარდება (შესაძლოა საწყისი დოზის შემდეგ), აღნიშნულ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სამედიცინო ჩარევა. Uნდა შეწყდეს ლევო დენკ 250-ის მიღება. – თუ პაციენტი პეროლალურად იღებს ანტიდიაბეტურ ნივთიერებას (როგოერიც არის გლიბენქლამიდი) ან ინსულინი. სიფრთხილით უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის კონტროლი, ვინაიდან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია.  ჰიპოგლიკემიის ნიშნები შესაძლოა იყოს: გაძლიერებული შიმშილის გრძნობა, ნერვული აშლილობა, ოფლიანობა და კანკალი. – თუ პაციენტი ეფიცხება მწვავე მზის სხივებს ან ულტრაიისფერ სხივებს. თუმცა სხივური მგრძნობელობა იშვიათობას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინის მიღებისას (არანორმალური რეაქცია გარუჯვისას, რაც დამწვრობით გამოიხატება). ღეკომენდებულია, რომ პრეპარატის მიღებისას პაციენტები არ მიეფიცხონ განსაკუთრებით მწველ მზეს ან ხელოვნულ ულტრაიისფერ სხივებს (მაგ. სოლარიუმს), რათა თავიდან აიცილონ სხივებზე მგრძნობელობის მომატება – თუ თქვენ პარარელულად იღებთ ვიტამინ ანტაგონისტს (ძირითადად ანტიცოაგულანტს როგორიც არის ვარფარინი, ფენპროკოუმონი). შესაძლოა მოხდეს შედედბის მოცულობის გაზრდა და სისხლდენის ტენდენცია. ამიტომ რეგულარულად უნდა მოხდეს კოაგულაციის მონიტორინგი. – თუ ლოვოფლოქსაცინს იღებენ პაციენტები ფსიქიკური აშლილობით ან ანამნეზში აღენიშნებოდათ ფსიქიკური დაავადებები. Fსიქოტროპული შეტევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქინოლონს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს. ძალიან იშვიათად ეს აშლილობა იწვევდა აზრებს თვითმკვლელობის შესახებ, ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადად მიღებისას. მგვარი რეაქციების მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მიემართოს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მკურნალობის შესახებ – თუ პაციენტი იმყოფება კარდიალური შეტევის რისკ ფაქტორის ქვეშ (QT ინტერვალის განგრძობითობა). ეს შესაძლოა მოხდეს ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში რომელთაც გააჩნიათ ელექტროლიტების დისბალანსი ან ძირითადი კარდიალური დაავადებები (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიალური ინფაქტი, სუსტი პულსი, კონგენიტალური ხანგრძლივი Qთ სინდრომი). აგრეთვე არსებობს მომატებული რისკი როდესაც პარალელურად ხდება იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევენ გახანგრძლივებულ Qთ ინტერვალებს. მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას (კლასი IA და III ანტიარითმიის), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტი) და ინფექციებისას (მაკროლიდი). – თუ პაციენტს განვითარებული აქვს ნევროპათიის სინდრომი. მაგ. მგრძნობელობის დარღვევა ხელებსა და ფეხებში. უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს და შეწყდეს ლევო დენკ 250-ის მიღება, ვიანიდან მას შეუძლია მეტი ზიანიც მოყენება.  – თუ პაციენტი აპირებს ლაბორატორიული შემოწმების გავლას, შარდში ოპიატის დონის შესამოწმებლად. ტესტმა შესაძლოა აჩვენოს ცრუდ დადებითი შედეგები. პოზიტიური შედეგები უნდა დადასტურდეს უფრო სპეციფიური მეთოდებით.  – თუ თქვენ შეგექმნებათ ღვიძლის უკმარისობის სინდრომი, მაგ. მადის დაკარგვა, სიყვითლე, მუქი შარდი, მუცლის ქავილი. შეწყვიტეთ ლევო დენკ 250-ის მიღება და შეატყობინეთ აღნიშნულის შესახებ ექიმს. – თუ თქვენ განიცდით ინფექციას გამოწვეულს გარკვეული მიკროორგანიზმებით (ეგრედ წოდებულ მეთიცილინზე რეზისტენტულ სტაფილოკოკს) ლევოფლოქსაცინი არ არის ეფექტური აღნისნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას. იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს ეჭვი აღნიშნული მიკროორგანიზმებიც ინფიცირების შესახებ ლევო დენკ 250 უნდა მიიღოთ კომბინირებულად იმ ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ ამ მიკროორგანიზმებზე.   გაფრთხილება:  ფლუოროქინოლონი, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ასოცირებულია ტენდონიტის რისკის მომატებასთან და მყესების გაწყვეტასთან ყველა ასაკში. ეს რისკი განსაკუთრებით იზრდება უფრო მეტად ხანდაზმულ პაციენტებში, ჩვეულებრივ 60 წელს ზემოთ, ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და პაციენტებში, რომელთაც გადანერგილი აქვთ თირკმელი, გული ან ფილტვი.  ბავშვები ლევო დენკ 250 უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან შემაერთებელი ხრტილის დაზიანების კონტროლი შეუძლებელია.  მოზრდილებში  გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ თირკმელების უკმარისობა ძირითადად ვითარდება უფროსი ასაკის პაციენტებში (გთხოვთ დაუბრუნდეთ 3-ე პუნქტს როგორ მივიღოთ ლევო დენკ 250). სხვა პრეპარატების მიღება  გთხოვთ ჩააყენოთ საქმის კურსში თქვენი ექიმი ან ფარმაკოლოგი იმის შესახებ თუკი თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის წამლებს რომლებიც გაიცემა ურეცეპდოდ.  არსებოს ფაქტი ცერებრალური შეტევის ზღვარის დაწევისა, როდესაც ქინოლონი ეძლევათ პარალელურად იმ პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ცერებრალური შეტევის ზღვარის დაწევას (მაგ. თეოფილინი). ეს აგრეთვე ხდება როდესაც პარალელურ რეჟიმში ქინოლონთან ერთად ხდება ფენბუფენის და მსგავი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება (პრეპარატები რომლებიც გამოიყენება რვმატიული დაავადებებისა და ტკივილის სამკურნალოდ).  ლევო დენკ 250-ის ეფექტი მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც მიღება ხდება სუკრალფატთან ერთად (მედიკამენტი კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად). აგრეთვე მაგნეზიის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთად მიღებისას (მედიკამენტები გულძმარვისა და მუცლის ტკივილის სამკურნალოდ) ან რკინის მარილები (ანემიის სამკურნალო ხსნარი). ლევო დენკ 250 უნდა მიიღოთ არაუგვიანეს 2 საათით ადრე ამგვარი მედიკამენტის მიღებამდე ან მას შემდეგ.  ლევოფლოქსაცინის დამოყოფა მცირედ შეზღუდულია ციმეტიდინით და პრობენეციდით, თუმცაღა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი ურთიერთქმედება კლინიკური ხასიათისაა.  ლევოფლოქსაცინის მიღება პრეპარატებთან, რომლებიც გამოყობის გარკვეულ გზას ირჩევენ (ტრუბულარული გამოყოფა), მედიკამენტები როგორიც არის პრობენეციდი და ციმეტიდინი მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. ეს განსაკუთრებით ეხევბა პაციენტებს, რომელთაც მოშლილი აქვთ თირკმელის ფუნქცია.  ციკლოსპორინის ნახევრად გამოყოფა მცირედ გახანგრძლივდა როდესაც ის მიღებულ იქნა ლევოფლოქსაცინთან ერთად. გახანგრძლივებული შედედების დრო ან/და სისხლდენა დაფიქსირდა პაციენტებში რომლებიც ლევო დენკ 250თან ერთად პარალელურად იღებდნენ გარკვეულ ანტიკოაგულანტებს (ვიტამინი К ანტაგონისტი, როგორიც არის ვარფარენი, ფენოპროკოუმონი). სისხლდენა შესაძლოა იყოს მწვავე. კოაგულაციის ანალიზის (პროტრომბინის დრო) მონიტორინგი უნდა განხორციელდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვიტამინი К ანტაგონისტით.  ლევო დენკ 250 მიიღება სიფრთხილით იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ცნობილია როგორც QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება არითმიის სამკურნალოდ (კლასი IA და III ანტიარითმიის), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტი) და ინფექციებისას (მაკროლიდი). გთხოვთ აგრეთვე გაითვალისწინოთ „დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას“.  ლევო დენკ 250-ის მიღება საჭმელთან და სასმელთან ლევო დენკ 250-ით მკურნალობისას შეძლებისდაგვარად აიცილეთ ალკოჰოლის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები