იცით ლერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლერონის გვერდითი მოვლენებია: ფუროსემიდი: წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვოლემია და ჰიპონატრიემია, რომელიც ვლინდება ზოგადი სისუსტით, წვივის კუნთების კრუნჩხვით. დამახასიათებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), ანორექსია, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერურიკემია (პოდაგრის შესაძლო გამწვავების რისკის მქონე პაციენტებში), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გაძლიერება, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის, ასევე შარდოვანასა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება სისხლის პლაზმაში.  ნერვული სისტემის მხრივ: ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, პარესთეზია, მხედველობის დაქვეითება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის შეშუპება. ამილორიდი: წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ლერონის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ჰიპერკალიემიას, რაც ვლინდება კუნთების სისუსტითა და გულის რიტმის მოშლით. ენდოკრინული და სასქესო სისტემის მხრივ: ქალებში _ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰირსუტიზმი. მამაკაცებში _ პოტენციის დარღვევები, გინეკომასტია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, პარესთეზია, ტრემორი, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ატაქსია, ლიბიდოს დაქვეითება. სხვა: აგრანულოციტოზი, გამონაყარი კანზე, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები