იცით ლესკოლი® XL-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლესკოლი® XL-ის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია, გამომდინარე მათი წარმოქმნის სიხშირიდან და განსაკუთრებით ხშირად გამოვლენილი ეფექტიდან, შემდეგი რიგით: ძალიან ხშირად (1=/10); ხშირად (=1/1000 <1/10); ზოგჯერ (=1/1000, <1/100); იშვიათად (=1/10000, <1/1000). ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული მონაცემების ჩათვლით. თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები სიხშირის მიხედვით მოყვანილია სერიოზულობის შემცირების რიგით. განსაკუთრებით ხშირი გვერდითი რეაქციებია მინიმალური გასტროინტენსტინალური სიმპტომები: უძილობა და თავის ტკივილი. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემების მხრივ: ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია. ფსიქიკური დარღვევები: ხშირად – უძილობა. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; ძალიან იშვიათად – პარესთეზია, დიზასთეზია, ჰიპოასთეზია, რომლებთანაც ასევე ადგილი აქვს ჰიპერლიპიდემიურ დარღვევებს. სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათად – ვასკულიტი. გასტროინტენსტინალური დარღვევები: ხშირად – დისპეფსია, ტკივილი მუცელში, გულისრევა. ჰეპატობილიარული დარღვევები: ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად – კანის სხვა რეაქციები (ეგზემა, დერმატიტი, ბულოზური ეგზანთემა), სახის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება. დარღვევები შემაერთებელი ქსოვილისა და ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – მიალგია, კუნთოვანი სისუსტე, მიოპათია; ძალიან იშვიათად – რაბდომიოლიზი, მიოზიტი, ლუპუს ერითემატოზის ტიპის რეაქციები. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰმგ-კოA-რედუქტაზის ინჰიბიტორებთან და ლიპიდების დონის დამწევ სხვა აგენტებთან დაკავშირებით აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური ანომალიები. პაციენტთა მცირე რიცხვში (1-2%) განვითარდა ტრანსამინაზების დონის დადასტურებული ზრდა, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს(ULN).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები