იცით ლიუკრინ დეპოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიუკრინ დეპო გვერდითი მოვლენებია: გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება, გულის ცემის გაძლიერება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ცვლილებები ეკგ –ზე, არტერიული წნევის მომატება, მიოკარდის ინფარქტი, ფლებიტი, ფილტვის არტერიის ემბოლია, ინსულტი, თრომბოზი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის შეცვლა (მომატება, შემცირება ან უმადობა), გემოს შეცვლა, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია, წყურვილი, დისფაგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, წონაში მომატება ან დაკლება, თირკმლის ტრანსამინაზების ან ტუტე ფოსფატაზის აქტიობის მომატება. ენდოკრინული სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების ტკივილი, გინეკომასტოპათია, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ვირილიზაცია, აკნე, სებორეა, თმის ზრდის დაჩქარება, ხმის შეცვლა. სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ტკივილი ძვლებში, ართრალგია, მიალგია, კუნთების ტონუსის მომატება, ძვლის ქსოვილის სიმკვრივის ცვლილება ქალებში ესტროგენების დონის შემცირების გამო (ლეიპროლიდის აცეტატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე აღდგება). ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, უძილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, დეპრესია, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ჰიპერესთეზია, ემოციური ლაბილობა, პიროვნების შეცვლა, ნეიროკუნთოვანი მოშლილიობა, პერიფერიული ნეიროპათია. ძალიან იშვიათად ავადმყოფი ფიქრობს თვითმკვლელობაზე და აქვს სუიციდის მცდელობები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგიტი, პლევრალური გამონაჟონი, ფილტვში ფიბროზული წარმონაქმნი, ფილტვებში ინფილტრატი, მოხრჩობის გრძნობა. კანი და მისი დანამატები: დერმატიტი, კანის სიმშრალე, გამონაყარი, ექკიმოზები, (კანში სისხლჩაქცევები), ალოპეცია, ჰიპერპიგმენტაცია, ფრჩხილების ცვლილება; ქალებში – აკნე, ჰიპერტრიხოზი. გრძნობათა ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობისა და სმენის დარღვევა, ყურებში შუილი. შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, დისმენორეა, ვაგინალური სისხლდენა, საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ვაგინიტი, წინამდებარე ჯირკვლის ტკივილი, სათესლე ჯირკვლების ატროფია, ტკივილი სათესლე ჯირკვლებში, ლიბიდოს დაქვეითება. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკრეატინინემია, ჰიპერლიპიდემია (საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების მომატება), ჰიპერფოსფატემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერურიკემია. ადგილობრივი რეაქციები: შეყვანის ადგილზე კანის გასქელება, ჰიპერემია და ტკივილი. სხვა: ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი), პერიფერიული შეშუპება, სხეულის სუნის შეცვლა, გრიპისმაგვარი სინდრომი, სახეზე და გულმკერდის ზედა ნაწილში სისხლის მოწოლა, ოფლიანობის მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება (მკურნალობის პირველ კვირას), შარდის მწვავე შეკავება და /ან ზურგის ტვინზე ზეწოლა (მკურნალობის პირველ ორ კვირას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები