იცით ლოდიგრელს რა უკუჩვენებები აქვს?

ლოდიგრელის უკუჩვენებებია: არ გამოიყენოთ ლოდიგრელი შემდეგ შემთხვევებში: – თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) კლოპიდოგრელის ან პრეპარატი ლოდიგრელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ; – თუ თქვენ გაწუხებთ დაავადება, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, მაგალითად, კუჭის წყლული ან სისხლჩაქცევა თავის ტვინში; – თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაწუხებთ რომელიმე ეს მდგომარეობა, ასევე სხვა ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა. პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს  პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა: -თუ თქვენ მომატებული გაქვთ სისხლდენის განვითარების საშიშროება. მაგალითად: -გაწუხებთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს შინაგანი სისხლდენის განვითარების საშიშროება (მაგალითად, კუჭის წყლული); – სისხლის ცვლილება, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (სისხლდენა ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოში ან სახსარში); – ახლო წარსულში გადატანილი მძიმე ტრავმა; – ახლო წარსულში გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური); – მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური); – თუ უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში თქვენ გქონდათ თავის ტვინის არტერიების თრომბოზი (იშემიური ინსულტი); – თქვე იყენებთ სხვა ტიპის სამკურნალო პრეპარატს (იხ. ნაწილი,,სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება’’); – თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება. პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას – შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური). -ცხელებით და წვრილი წითელი წერტილების ფორმის მქონე კანქვეშა სისხლჩაქცევით, თვალების ან კანის სიყვითლით, გონების დაბინდვით, გადაღლით თანმხლები ან მათ გარეშე მიმდინარე ნებისმიერი მდგომარეობის განვითარებისას მიმართეთ ექიმს. -ჭრილობის ან დაზიანების შემთხვევაში სისხლის შესაჩერებლად საჭიროა უფრო ხანგრძლივი დრო, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს დაკავშირებულია თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ჭრილობის ან დაზიანების შემთხვევაში, მაგალითად, პარსვის დროს, ეს არ წარმოადგენს საშიშროებას. თუმცა, თუ სისხლდენა გაღელვებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ ნაწ.,,შესაძლო გვერდითი მოქმედება’’). – ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის ჩატარება. – ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემული ინსტრუქციის,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’-ს ნაწილში, ან გვერდითი ეფექტის დამძიმებისას მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ლოდიგრელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები