იცით ლონდრომაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლონდრომაქსის გვერდითი მოვლენებია: საერთო ჯამში ლონდრომაქსი კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები უმნიშვნელოა და არ საჭიროებენ თერაპიის შეწყვეტას.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისფაგია, გულძმარვა, ეზოფაგიტი, საყლაპავი მილის წყლული ან ეროზია, გასტრალგია, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაზბობა ან დიარეა, გულისრევა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნს): თავის ტკივილი, გაღიზიანება. კანის საფარის მხრივ: გამონაყარი კანზე, კანის ჰიპერემია, ფოტოდერმატოზი (ფოტოსენსიბილიზაცია).  ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, ტკივილი ძვლებში, სახსრებში, მიოკლონია, იშვიათი გვერდითი ეფექტები: ყბის ძვლების ასეპტიური ნეკროზი. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია ჭინჭრის ციება, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, არის ცნობები სტივენს-ჯონსისა და ლაელის სინდრომების ერთეული გამოვლენის შესახებ. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – ჰიპოკალციემია და ჰიპოფოსფატემია. გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად – უვეიტი, სკლერიტი, ეპისკლერიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატების დონის დაქვეითება (ჩვეულებრივ მსუბუქი, უსიმპტომო და ტრანზიტორული).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები