იცით ლუკასტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლუკასტინის გვერდითი მოვლენებია: ლუკასტინი ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. უმეტესად ზომიერი ხასიათის გვერდითი ეფექტების გამოვლენისას საჭირო არ არის თერაპიის შეწყვეტა.  პრეპარატის ბაზარზე განთავსების შემდეგ იშვიათად აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ასთენია/დაღლილობა, გამოფიტვა, შეშუპება, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰეპატური ეოზინოფილური ინფილტრაცია. ნერვული სისტემის მხრივ/ფსიქიატრიული დარღვევები: თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, მათ შორის კოშმარები, ჰალუცინაციები, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზია/ჰიპოსთეზია, გაღიზიანება, აგრესიული ქცევა, აგზნება და შეტევები, მათ შორის შფოთვა.  ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, მათ შორის ართრალგია და კუნთების სპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის სიმშრალე; დისპეფსია, გულისრევა და პირღებინება. ღვიძლისა და ბილიარული ტრაქტის მხრივ: პლაზმური ტრანსამინაზას (ATS და ALT) მომატება და ქოლესტატიური ჰეპატიტი.  კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: მომატებული სისხლდენა, ჩალურჯებები და პალპიტაცია. ასთმურ პაციენტებში ძალიან იშვიათად აღინიშნა ჩარგ-შტრაუსის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები