იცით მაგნევისტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგნევისტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამოკიდებულია მაგნევისტის გამოყენებასთან, ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად ან საშუალო ხარისხით და თავისი ხასიათით გარდამავალია. არსებობს შეტყობინება მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გამოვლენის შესახებ. გვერდითი ეფექტების  შედარებითი სიხშირის გამოვლენის მიზნით ტექსტში გამოყენებულია განსაზღვრებები: „ხშირად“, „საშუალო სიხშირით“, „იშვიათად“. ხშირი – სიხშირე >1:100; საშუალო სიხშირით – სიხშირე <1:100, მაგრამ >1:1000; იშვიათად – სიხშირედ <1:1000. ზოგადი რეაქციები შეყვანის ადშილას: საშუალო სიხშირის – სიცხის შეგრძნება, თავის ტკივილი; იშვიათი – ტკივილი ზურგში, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გულის წასვლა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ლოკალური ტკივილი შეყვანის ადგილის ირგვლივ და შესაძლებელია ქსოვილების ანთება და ნეკროზი, სიცივის შეგრძნება, სითბოს შეგრძნება და შეშუპება, ფლებიტი და თრომბოფლებიტი. ანაფილაქსიური რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობა: იშვიათი – სისხლძარღვოვანი შეშუპება, კონიუქტივიტი, ხველა, რინიტი, ბრონქოსპაზმი, ხორხის: ხახის საყლაპვის სპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია, შოკი, კანის რეაქციები: იხ. კანი და კანქვეშა ქსოვილები. ნერვული სისტემა: საშუალო სიხშირის – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზიები; იშვიათი – აგზნება (აჟიტირება), ცნობიერების არევა, მხედველობის, ყნოსვის, სმენის ან მეტყველების დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, ტკივილი ყურებში, ასთენია, კომა, ძილიანობა. მხედველობის ორგანოები: იშვიათი – ცრემლდენა, თვალების ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათი – არტერიული წნევის დაქვეითება, არითმია და გულის გაჩერება. სისხლძარღვოვანი რეაქციები, თანდართული პერიფერიული ვაზოდილატაციით, შემდგომი არტერიული ჰიპოტენზიით და სინკოპეთი, რეფლექტორული ტაქიკარდიით, ქოშინით, ციანოზით, ფილტვების შეშუპებით. სასუნთქი სისტემა: იშვიათი – ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, ხველა, სუნთქვის გაჩერება. კუჭ-ნაწლავის სისტემა: საშუალო სიხშირის – გულისრევა, ღებინება, იშვიათი – ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გემოვნების გაუკუღმართება, პირის სიმშრალე, ჰიპერსალივაცია. ჰეპატო-ბილიარული სისტემა: იშვიათი – ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული მატება. კანი და კანქვეშა ქსოვილი: იშვიათი – კანის გაწითლება (ვაზოდილატაცია), შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი. თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემა: იშვიათი – შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის ხშირი სურვილი, თირკმლის არსებული პათოლოგიის დროს კრეატინინის რაოდენობის მატება და თირკმლის მწვავე უკმარისობა. სისხლი: იშვიათი – რკინის და ბილირუბინის რაოდენობის ტრანზიტორული მატება შრატში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები