იცით მეგაპლატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მეგაპლატინის გვერდითი მოვლენებია: ქვემოთ მოცემულ სექციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე დაფუძნებულია 1893 პაციენტის მონაცემზე სიმსივნის სხვადასხვა ტიპით, რომლებიც კარბოპლატინს იღებდნენ მონოთერაპიის სახით. ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: ძვლის ტვინის სუპრესია დოზადამოკიდებულია. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რიცხვის დაქვეითებით 50000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 25%-ში (35%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში); ნეიტროპენია გრანულოციტების რაოდენობით 1000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 16%-ში (21%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში); ლეიკოპენია სისხლის თეთრი უკრედების დაქვეითებით 2000/მმ-ზე ნაკლებად აღინიშნება 15%-ში (26%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში); დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება 21-ე დღეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მონოთერაპიას ერთი პრეპარატით. 28-ე დღისთვის პაციენტთა 90%-ში თრომბოციტების რიცხვი ნაკლებია 100000/მმ3-ზე, 74%-ში ნეიტროფილების რიცხვი ნაკლებია 2000/მმ3-ზე, 67%-ში ლეიკოციტების რიცხვი ნაკლებია 4000/მმ3-ზე. ძვლის ტვინის სუპრესია ჩვეულებრივ უფრო მწვავეა თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. პაციენტებში დაბალი ქმედუნარიანობით აგრეთვე უფრო ხშირია მწვაევ ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. ჰემატოლოგიური ეფექტები, თუმცა ჩვეულებრივ შექცევადი, იწვევს ინფექციებს ან ჰემორაგიულ გართულებებს კარბოპლატინით ნამკურნალები პაციენტების 5%-ში, წამალთან დაკავშირბული სიკვდილიანობის სიხშირე 1%-ზე ნაკლებია. ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში აგრეთვე აღწერილია ცხელება. ანემია ჰემოგლობინის დანაკარგით 11გ/დლ-ზე მეტდ აღინიშნა 71%-ში იმ პაციენტებისა, რომლებმაც თერაპია დაიწყეს ამ მაჩვენებელზე მაღალი მოცულობით. ანემიის სიხშირე იზრდება კარბოპლატინისადმი ექსპოზიციასთან ერთად. ტრანსფუზია გამოიყენეს კარბოპლატინით ნამკუნალები პაციენტების 26%-ში. ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მწვავე იყოს კარბოპლატინის კომბინირებისას ძვლის ტვინის დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ან სხივურ თერაპიასთან. გასტროინტესტინური ტოქსიურობა: ღებინება აღინიშნება პაციენტების 65%-ში და დაახლოებით 1/3-ში მწვავეა. კარბოპლატინი ერთი პრეპარატის სახით ან კომბინაციაში, მნიშვნელოვნად უფრო ემეტოგენურია ვიდრე ცისპლატინი. თუმცა პაციენტები, რომლებიც ადრე მკურნალბდნენ ემეტოგენური პრეპარატებით, განსაკუთრებით ცისპლატინით, უფრო მიდრეკილნი არიან ღებინებისადმი. მხოლოდ გულისრევა აღინიშნება დამატბით 10-15%-ში. გულსირევა და ღებინება ჩვეულებრივ წყდება მკურნალობიდან 24 საათში და ხშირად მგრძნობიარეა ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებებისადმი. თუმცა არ არსებობს ეფექტურობის დასკვნითი მონაცემები შემდეგი სქემებისთვის, ერთჯერადი ინტრავენური მიღების 24 საათამდე გახანგრძლივებისას ან მთელი დოზის გაყოფისას 5 დღიურ დოზად აღინიშნა ღებინების სიმწვავის შემცირება. ღებინება გაიზარდა კარბოპლატინის გამოყენებისას სხვა ემეტოგენურ შენაერთებთან კომბინაციაში. სხვა გასტროინტესტინური ეფექტები იყო ტკივილი, 17%-ში. დიარეა 6%-ში, შეკრულობა 6%-ში. ნევროლოგიური ტოქსიურობა: პერიფერიული ენიროპათია აღინიშნა პაციენტების 4%-ში, მსუბუქი პარესთეზიები უფრო ხშირად ვითარდებოდა. კარბოპლატინით მკურნალობა იწვევს უფრო ნაკლებ ნევროლოგიურ გვერდით ეფექტს ვიდრე ცისპლატინი. თუმცა 65 წელზე უფროს და/ან ადრე ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში გაზრდილია (10%-ით) პერიფერიული ნეიროპათიების რისკი. ცისპლატინით გამოწვეული ნეიროპათიის მქონე პაციენტების 70%-ში კარბოპლატინის გამოყეენებისას არ არინიშნა სიმპტომების გაუარესება. კლინიკური ოტოტოქსიურობა და გრძნობათა ორგანოების სხვა ანომალიები როგორიცაა მხედველობის დარღვევა და გემოვნების ცვლილება აღინიშნა მხოლოდ პაციენტთა 1%-ში.  ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები აღინიშნა 5%-ში და უფრო ხშირად დაკავშირებულ იყო ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან.  თუმცა პერიფერიული ნევროლოგიური გვერდითI ეფექტები საერთო სიხშირე დაბალია, ხანგრძლივი მკურნალობა, განსაკუთრებით ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში, იწვევს კუმულაციურ ნეიროტოქსიურობას. ნეფროტოქსიურობა: თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტები იშვიათია, იმის მიუხედავად რომ კარბოპლატინი ცისპლატინისგან განსხვავებით, ვეულებრივ გამოიყენება ჰიდრატაციის და/ან ფორსირებული დიურეზის გარეშე. თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტების სიხშირე 6%-ია შრატის კრეატინინისთვის და 14% სისხლში შარდის აზოტისთვის (10% და 22% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ამ აღწერილი ანომალიების უმრავლესობა მსუბუქია და მათი ნახევარი შექცევადი ხასიათისაა. კრეატინინის კლირენსი თირკმლის ფუნქციის ყველაზე სენსიტიური მაჩვენებელია იმ პაციენტებში, რომლებიც კარბოპლატინს იღებენ და ყველაზე სასარგებლო ტესტია პრეპარატის კლირენსის და ძვლის ტვინის სუპრესიის კორელაციისთვის. პაცეინტების 27%-ში, რომლებშიც კლირენსი იყო 60მლ/წთ ან მეტი გამოჩნა ამ მაჩვენებლის შემცირება კარბოპლატინით მკურნალობის დროს. ელექტროლიტების ცვლილებები: შრატსი ელექტროლიტების ანომალური დაქვეითების სიხშირე შემდეგია: ნატრიუმი 29%, კალიუმი 20%, კალციუმი 22%, მაგნიუმი 29%; (47%, 28%, 31% და 43% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ელექტროლიტების დანამატები რუტინულად არ გამოიყენებოდა კარბოპლატინთან ერთად, ელექტროლიტური ანომალიები იშვიათად იყო სიმპტომებთან დაკავშირებული.  ჰეპატოტოქსიურობა: ღვიძლის ფუნქციის ანომალური ტესტების სიხშირე ადრე ნორმალური მაჩვენებლების მქონე პაციენტებში შემდეგია: საერთო ბილირუბინი 5%, ასპარტატამინოტრანსფერაზა 15%, ტუტე ფოსფატაზა 24% (5%, 19% და 37% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ეს ანომალიები ჩვულებრივ მსუბუქი და შემთხვევათა ნახევარში შექცევადია, თუმცა ღვიძლში მეტასტაზურმა სიმსივნემ შეიძლება გაართულოს შეფასება მრავალ პაციენტში. პაციენტთა შეზღუდულ რაოდენობაში, რომლებიც კარბოპლატინის ძალიან დიდ დოზებს იღებდნენ და რომლებშიც გაკეთდა ვლის ტვინის აუტოგენური ტრანსპლანტაცია, აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური სინჯების მწვავე ანომალიები.  ალერგიულ რეაქციები: კარბოპლატინისადმი მომატებული მგრძნობელობა აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები მსგავსია ბუნებით დ სიმწვავით პლატინის შემცველი სხვა პრეპარატების დროს განვითარებული მოვლენებისა, მაგ. ქავილი, უტიკარია, ერითემა, სიწითლე და იშვიათად ბრონქოპსაზმი და ჰიპოტენზია. ამ რეაქციების მკურნალობა წარმატებულია ეპინეფრინით, კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინური საშუალებებით.  სხვა მოვლენები: ტკივილი და ასთენია აღინიშნა ყველაზე ხშირად სხვადასხვა გვერდითი ეფექტებიდან. კავშირი ანემიასთან და სიმსივნესთან სავარაუდოა. ალოპეცია აღინიშნა 3%-ში. კარდიოვასკულური, რესპირატორული, შარდ-სასქესო, ლორწოვანის გვერდითი ეფექტები აღინიშნა 6%-ში ან ნაკლებში. კარდიოვასკულური მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულირი მოვლენები) ფატალური იყო 1%-ზე ნაკლებში და დაკავშირებული არ იყი ქიმიოთერაპიასთან. კიბოსთან ასოცირებული ურეიული სინდრომი აღინიშნა იშვიათად.  საერთო სისუსტე, ანორექსია და ჰიპერტენზია ისევე როგორც ინექციის ადგილის რეაქციები სიწითლის, შეშუპების და ტკივილის ჩათვლით, აღინიშნა პოსტმარკეტინგული კვლევებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები